წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


მონტელა: "მასზე საუბარს აღარ ვაპირებ"
ავტორი: BeeQSooN
  • "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ "კალიარისთან" 2-1 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

    "11 დღეში 4 მატჩი ჩავატარეთ და ბოლოს, "კალიარისთან" გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა. მათ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, მაგრამ ყველაფერი ჩვენთვის კარგად დასრულდა. ვიმედოვნებ, რომ მოგებების სერიას გავაგრძელებთ".

    "არჩევანი მონტოლივოზე გავაკეთე, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. მას მძიმე ტრავმა ჰქონდა და დაბრუნებისთვის დრო სჭირდება, თუმცა "კალიარისთან" იგი კარგად გამოიყურებოდა".

    "ჩვენ წინ დიდი მატჩები გველის და თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. მომწონს, რომ ჩემი გუნდი მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის. როცა მოგებას ახერხებ, ე.ი კარგად მუშაობ".

    "სუსო არის "მილანის" პროექტის ნაწილი. ჩვენ არასოდეს გვიფიქრია მის გაყიდვაზე. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".

    "ნიანგი? ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე და ყველა ჯერზე მის შესახებ კომენტარის გაკეთება არ შემიძლია",
    - დაასრულა მონტელამ.скачать dle 11.3
    # 1
  • გასულია
  • 28 აგვისტო 2017 16:48
    მიდი მონტელ მიდიი. გვჯერა შენი უბრალოდ სილვა კუტრონე დაგვიყენე წინ რაა ამოვიდა ყელში ბორინი.
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.