წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


ფასონე: "სეზონის მეორე ნახევარი მარტივი იქნება"
ავტორი: BeeQSooN
  • "მილანის" გენერალურმა დირექტორმა, მარკო ფასონემ "სამპდორიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

    "გუნდს თავდაჯერებულობა აკლია და იმედი მაქვს, ეს მალე გამოსწორდება. მინდა მივულოცო გენუელებს გამარჯვება, მაგრამ "მილანი" უფრო ძლიერი კლუბია, ვიდრე "სამპდორია" და დღეს ჩვენ მატჩს სწორად უნდა მივდგომოდით".

    "საგანგაშო ზარები გვქონდა და სწორი დასკვნების გაკეთება იყო საჭირო. მარცხის გამო ძალიან გაბრაზებულები ვართ. "მილანი" არ უნდა აგებდეს ისეთ გუნდებთან, რომლებიც ჩვენზე ბევრად სუსტები არიან".

    "კარგად ვიცოდით, რომ პირველი თვეები რთული იქნებოდა. ჩვენ ახალი ფეხბურთელები გყვავს და დრო გვჭირდება. თეორიულად, სეზონის მეორე ნაწილი უფრო ადვილი იქნება, მაგრამ დღეს გუნდის დამოკიდებულება არ მომეწონა. არ შეიძლება ამ წაგებას გამართლება ჰქონდეს", - დაასრულა ფასონემ.скачать dle 11.3
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.