მონტელას მატჩის შემდგომი ინტერვიუ » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

მონტელას მატჩის შემდგომი ინტერვიუ

ვინჩენცო მონტელამ 3:2 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა...


„ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ანგარიშის გათვალისწინებით, ეს ბიჭებისთვის კარგი გაკვეთილი იყო, მაგრამ სამი ქულით გახარებულები ვართ. მთელი მატჩის განმავლობაში სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ არა ტექნიკური თვალსაზრისით და უეცრად დავისაჯეთ კიდეც.“

„ამ ყველაფერზე ყველას საკუთარი ახსნა გააჩნია. ვფიქრობ, ეს მოგება 2:0 ანგარიშით მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანია. ბევრი პოზიტიური რამ დავინახე, მაგრამ ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს. 12 მატჩიდან 10 მოვიგეთ, გუნდით, რომელში უამრავი ახალი ფეხბურთელი ჩაეწერა. ბონუჩისთან ჩახუტება 3:2-ზე? - ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ის გუნდის კაპიტანია.“

„ძალების დაზოგვის მიზნით ბურთი უნდა დაგვეჭირა და ტემპი დაგვეგდო. რამდენად გამოვიდა ეს? - დიახ, მეც შევამჩნიე, რომ ბევრი უაზრო პასი გაკეთდა, რის შემდეგაც კონტროლს ვკარგავდით. ფეხბურთელებს მეტი სიბრაზით თამაში მოვთხოვე. ოპონენტის გოლმა ძალიან შეგვაშინა და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.“

„კესიეს დასვენების საშუალება მივეცი, ახლა ‘რომასთან’ მატჩი გვაქვს გასამართი. კიდევ ერთი მატჩი და მას ამოსუნთქვის საშუალება ექნება. ბონავენტურამ ფიზიკური მდგომარეობა უნდა გაიუმჯობესოს, მაგრამ ასე თუ ისე ამ შეხვედრაში წინანდელთან შედარებით უკეთ გამოიყურებოდა. რა აკლიათ ბონუჩისა და რომანიოლის? - ჩვენ ერთობლივად უნდა განვვითარდეთ. ინდივიდუალური ტექნიკური წუნის გამო უკვე საკმარისი რაოდენობის გოლი გავუშვით.“

„ფანების სტვენა? - მათ აქვთ უფლება გამოხატონ კმაყოფილება, ისევე როგორც უკმაყოფილება. თავიდანვე გავითვალისწინე ის, რომ კვირას რთული შეხვედრა გველის და ძალები უნდა დაგვეზოგა. გაზეთების სათაური კუტრონეზე ან ჩემს მომავალზე... ამ კითხვას არ ვუპასუხებ, ახლა მხოლოდ და მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვარ ფოკუსირებული.“

„ასეთი დიდებული გუნდის გაწვრთნა ჩემი ოცნება იყო. ვფიქრობ კარგი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია, მიზნის რომელიც დავისახეთ, ამიტომ მშვიდად ვარ. პოზიტიურად ვარ განწყობილი, გუნდში ყველა მხარს მიჭერს. როდესაც ამ გუნდის თავკაცი გავხდი, კითხვები გაჩნდა, რამდენად გავუმკლავდებოდი კრიტიკასა და ‘მილიონობით მწვრთნელების რჩევებს’. ჩემი საქმის რისკები და პრობლემები არ მაღელვებს, ეს ნორმალურია.“

„ვარ თუ არა მზად ანჩელოტის ჩრდილში ვიმუშაო [პაპა კარლო მიუნხენური გუნდიდან გაუშვეს და მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ ის ‘მილანის’ მწვრთნელის პოსტზე მოვა]? - როცა მწვრთნელად მუშაობა გადავწყვიტე, მის ვარჯიშებს ვესწრებოდი და ვსწავლობდი. ის ისე მიყურებდა როგორც ძმას. თუ მას აქ მოსვლა სურს, შეუძლია ჩემი ასისტენტი იყოს, ანდაც პირიქით [იღიმის]...“

„წარმატების მნიშვნელობა? - თამაშიდან თამაშამდე ბევრი პოზიტიური და ნეგატიური ფაქტი ფიქსირდება. გვსურს რომ მთელი მატჩის მანძილზე ვდომინირებდეთ, მაგრამ ეს ჯერ არ ხდება, სწორედ აქ არის სამუშაო ჩასატარებელი. სახლში უფრო კომფორტული განწყობით მივდივართ, რამეთუ გავიმარჯვეთ ბრძოლით. დონარუმას რომ პენალტი მოეგერიებინა ალბათ უფრო გული დაგვწყდებოდა. ვინმეს რომ ეთქვა ბოლო წუთზე მესამე გოლს გავიტანდით და 3:2-ს მოვიგებდით, ამას ავირჩევდი.“

„მცველების საკითხი? - ჩვენ მთლიანად, გუნდს გვაქვს მოსამატებელი და არა რომელიმე რგოლს კონკრეტულად. ვფიქრობ ჭიქა ნახევრად სავსეა, რადგან ღირებული გაკვეთილები ვისწავლეთ და ახლა უფრო გამოცდილები ვართ. ‘მილანი’ – ‘რომა’? - ამ სეზონში ‘სან-სიროზე’ ყველა მატჩი მოვიგეთ, ვეცდებით იგივე გავაკეთოთ.“
dle

  • Kaka
  • 29-09-2017, 12:58
  • 1213
  • 14

14

29 სექტემბერი 2017 16:39

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9
გასაშვებიაა სასწრაფოოოდ !!! კი მოიგო 10 თამაში მაგრამ ვისთან ? კარგი გუნდები შეგხვდა თუ არა გაგვიფინეს ეგრევე სამპამ და ლაციომ, უდინეზესთან კალინამ მოგვაგებინა კალიარისთან სუსანამ, სპალთან პენლებით მოვიგეთ რიეკამ რეებიც აკეთა წუხელ კი ვნახეთ, არაა მილანის დონის ეს კაცი, რომა და ინტერი გაგვხევენ შუაზე, ინდივიდუალურად თუ იზავენ რამეს მაგალითად სუსო, თუმცა თავის პოზიციაზეც აღარ დგას ეგეც ვერაფერს აკეთებს მანდ

13

29 სექტემბერი 2017 15:10

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 94
არ მჯერა მე მონტელას აშენებული ტოპ გუნდის
რა ვიცი შეიძლება ვცდები კიდეც,მაგრამ....

12

29 სექტემბერი 2017 14:32

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 252
აი რაც თქვა კაცმა ვეთანხმები ანჩლოტიზეც :D და ვფიქრობ ერთEრთი საუკეთესო ტაქტიკოსია იიტალიაში! როდესაც ფეხბუღტელი შეცდომას უშვებს პასის გაკეთებისას ან ბურთთან ქცევისას ეს მონტელას ბრალი სულაც არ არის. და ლაციოსთან სამპასთან და რიეკასთანაც სწორედ ეს იყო მიზეზი გუნდის თამაშით, რომ უკმაყოფილება ისმის.

11

29 სექტემბერი 2017 14:22

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 211
"როდესაც ამ გუნდის თავკაცი გავხდი, კითხვები გაჩნდა, რამდენად გავუმკლავდებოდი კრიტიკასა და მილიონობით მწვრთნელების რჩევებს"
ვის რა რჩევები გაქვთ მონტელასთვის...? ))))
"როცა მწვრთნელად მუშაობა გადავწყვიტე, მის ვარჯიშებს ვესწრებოდი და ვსწავლობდი. ის ისე მიყურებდა როგორც ძმას. თუ მას აქ მოსვლა სურს, შეუძლია ჩემი ასისტენტი იყოს, ანდაც პირიქით [იღიმის]...“
ესეც მომეწონა, კარლოს ეკაიფება თუ თავის თავს )))
კაროცე ტიპი ამბობს მაცადეთ მუშაობა, ვალაგებო და დრო მჭირდებაო, არ მომინდომეს აქ ორ თვეში საჩემპიონო გუნდის აწყობაოო.
მართალია...!

10

29 სექტემბერი 2017 14:21

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2199
ეს უაზრო3-5-2 არ არის ამ გუნდის მომკალით, თურქი უფრო მაღლა თავდასმხლების უკან უნდა მოძრაობდეს, არ მომწონ მილანისთვოს ეს წყობ ძააან საშინელებაა. ბონუჩიმ ისე რები აკეთა

9

29 სექტემბერი 2017 14:06

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
Ara sastav...romastan uechveli vigebt...1000% var darwmunebuli.magashi

8

29 სექტემბერი 2017 13:51

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 100
20 larshi 788 lari gamiqcia milanma forit ertiani mewera (( bragaze vnerviulobdi da 84 wutze chemma gunda damgupa ((((

7

29 სექტემბერი 2017 13:41

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 184
ყოველდღე ერთიდაიმავე ყოველ მატში სწავლობს რაღაცას და არანაირი პროგრესი პირიქით

6

29 სექტემბერი 2017 13:38

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 400
12 თამაშიდან რო 10 მოიგებს რატო ლანძღავტ ამ კაცს ვერ ვხვდები...რომას რო მოუგებს დარწმუნებული ვარ ყველა გააღმერთებს ან გაგიტყდებათ შექება და მერე რა რო მოიგო მაინც გასაშვებიაო იტყვით

5

29 სექტემბერი 2017 13:16

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 299
2-2ze montela shen saxeze gewera ukve ro damtavrda sheni milanuri katlriera alalad shemecode

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 34
რეგისტრირებული: 2
სტუმარი: 32
GamBit58 italy