მონტელას პრესკონფერენცია » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

მონტელას პრესკონფერენცია

ვინჩენცო მონტელამ ხვალინდელი მატჩისთვის პრესკონფერენცია გამართა.


რომა
"მათ მხოლოდ 1 თამაში დათმეს, ამიტომ ცოტაა სათქმელი. შესანიშნავი შეტევა ჰყავთ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ კარგ მატჩს ჩავატარებთ. წინა წელს "რომამ" 20 ქულით მეტი დააგროვა ჩვენზე, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ საინტერესო მატჩს ვიხილავთ, რომელიც ჩვენს გულშემატკივრებს მოეწონებათ. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვითამაშებთ. მართალია, რომ "ჩემპიონთა ლიგის" საკვალიფიკაციოზე უნდა მოვხვდეთ, მაგრამ პირველ რიგში სწორი მენტალიტეტი უნდა ვიპოვოთ. მას კი გუნდის ერთიანობით ვიპოვით. სამწუხაროდ, მოთამაშეებზე უარყოფითად იმოქმედა კრიტიკამ. უნდა დავამშვიდო ისინი, რათა საკუთარი თავის ნდობა არ დაკარგონ.

ბიჭები ბევრს მუშაობენ შეცდომების შესამცირებლად, განსაკუთრებით შფოთვის თავიდან აცილებაზე. "რიეკასთან" მესამე გოლი მნიშვნელოვანი იყო, რადგან სიამაყე და გამბედაობა ვაჩვენეთ, ეს იყო ის, რაც გვჭირდებოდა. თუ დონარუმა პენალტს მოიგერიებდა, რასთანაც ძალიან ახლოს იყო, ვერ მივიღებდით ამ გამოცდილებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის. სათამაშო სქემა? 3 მცველით თამაშს გავაგრძელებთ. ეს არის ის სათამაშო სისტემა, რომლითაც მეტად დაცული ვართ. გუნდის სისტემა დადგენილია, მხოლოდ რამდენიმე ცვლილების გაკეთებას შევძლებთ."


ბონუჩიზე
"ბონუჩი არ არის პრობლემა და არასდროს იქნება. მან იცის, რომ განვითარება სჭირდება, ის ჩვენთვის აქტივია. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ის ერთადერთი ფეხბურთელია გუნდში, რომელსაც მოგებული აქვს და დაგვეხმარება მომავალში მოგებაში. მას შესანშნავი ურთიერთობა აქვს გუნდის ყველა წევრთან, ის კვლავაც ჩვენი კაპიტანია. ის ყველას ეხმარება რთულ პერიოდში. კრიტიკა მის მიმართ გაზვიადებაა, მაგრამ არ ვარ შეშფოთებული ამით. ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ლეო ჩვენთანაა. ის ძალიან ხისტია და ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს. ეს ყოველთვის არ არის მისი ბრალი, ჩემი აზრით, მაგალითად, "რიეკას" პირველი გოლის ეპიზოდში ის მარტო არ უნდა ყოფილიყო იქ. "

მონტელას პრესკონფერენცია


ფეხბურთელებზე
"ანდრე სილვა კარგად მუშაობს, ის არ არის ეგოისტი, შეიძლება უყვარს მომენტის დასრულება, იმიტომ, რომ მოსწონს ამის კეთება. უკეთესი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს "build-up"-ის თამაშის დროს, მაგრამ მას ჯერ კიდევ შეუძლია განვითარება. მისმა პერფორმანსმა "სან-სირო" აღაფრთოვანა. არ არის მარტივი ასეთი გოლის გატანა, მაგრამ აჩვენა შესანიშნავი ტექნიკა. ის უფრო ხშირად ითამაშებს და პირველი ვიქნები ვისაც ეს გაახარებს." ბორინიზე: ჩვენ ვიცოდით მისი თვისებების შესახებ კონტრაქტის გაფორმებამდე. ის ყოველთვის თავის საუკეთესოს აკეთებს, ავლენს მოტივაციას ყველა მატჩში. მისგან უფრო მეტს ველით, მაგრამ მე უკვე კმაყოფილი ვარ მისი გუნდური სულისკვეთებითა და გამბედაობით. ველოდი ამას. "ჩალჰანოღლუზე: "დღეს შევამოწმებ მას, შესვენება აიღო. დღეს საბოლოო პასუხს გავიგებ. მონტოლივოს და კალაბრიას მდგომარეობაზე: ისინი სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და სათამაშოდ მზად არიან."

ფასონე და მირაბელი
"შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს მასიმილიანოსთან. შესანიშნავი ურთიერთგაგება გვაქვს, ის აგრძელებს ჩემს მხარდაჭერას, ყველანაირი ანგრესიის გარეშე. "ფასონეს სიტყვებზე "სამპდორიასთან" მატჩის შემდეგ: "მე მას პასუხი გავეცი და გავუანალიზე მატჩი. მისი განცხადებები შეესაბამება მის როლს და პასუხისმგებლობებს."

მონტელას პრესკონფერენცია
dle


20

1 ოქტომბერი 2017 19:13

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 1
  • |
  • კომენტარები: 331
ციტატა: william265
ობამას ვყიდულობდით უეჭველი მაგრამ დემბელეს შემდეგ ობამას გუნდიდან არავინ გამოუშვებდა, მითუმეტეს დორტმუნდი ლიგაზეა.
ჯგუფიდან თუ ვერ გავლენ ანევროპაზე გადმოვლენ მაშინ შეიძლება დაჩალიჩება


ეგ უკვე აგვისტოს ბოლომდე რომ მიიყვანეს საქმე მაგის ბრალია. აგვისტოს დასაწყისშივე უნდა მოყომარებულიყო ობამას ტრანაფერი.

19

1 ოქტომბერი 2017 14:00

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 258
შევჩე

შეიძლება ფრეც დამთავრდეს მაგრამ ეგ ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი მგონია...

ობამას ვყიდულობდით უეჭველი მაგრამ დემბელეს შემდეგ ობამას გუნდიდან არავინ გამოუშვებდა, მითუმეტეს დორტმუნდი ლიგაზეა.
ჯგუფიდან თუ ვერ გავლენ ანევროპაზე გადმოვლენ მაშინ შეიძლება დაჩალიჩება

18

1 ოქტომბერი 2017 13:53

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 32
dges 2:0movigebt kalinichis da andre silvas golebit

17

1 ოქტომბერი 2017 13:05

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 37
იმედია გონს მოეგებიან ბიჭები.. საჭირო გამარჯვება იქნება ყველა მხრივ

16

1 ოქტომბერი 2017 12:50

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 1
  • |
  • კომენტარები: 331
ციტატა: william265
დღეს ისეთი თამაშია რო ან ძაან სასტიკად მოვიგებთ და რომას ფსიქოლოგიურად გაბრდღვნილს გავუშვებთ უკან.
ან ჭავაგებთ პრაქტიკულად, აზრზე მოუსვლელად და ემოციური ღრუბლებიდან დავეშვებით.

ნებისმიერ შემთხვევაში ახალ გამოცდილებას მივიღებთ. თუმცა გამოცდილება სჯობს გამარჯვებების ხარჯზე დაგროვდეს.

მე მგონია რომ მოვიგებთ და ეს მატჩი იქნება აი ისეთ რომელიც მომავალს წყვეტს ხვდებით?

აი ერთი 7-8 წის შემდეგ რო უკან მოიხედავ და ყველაზე გარდამტეხი მომენტის ძებნას დაიწყებ და აღმოაჩენ აი ისეთი მატჩია რაა... ამ მატჩის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ რამდენი დააგვიადნება მილანის ოთხეულში შესვლას..

ფორცა მილან



ფრე რომ დამთავრდეს?

ალბათ მაინც ერთი ვარსკვლავი მინიმუმ უნდოდა გუნდს შეტევაში. კალინიჩში 25 თუ 30 მილიონის გადახდას ბარემ გაესროლათ 80 მილიონი ობამეიანგში, ეხლა ბევრად უკეთეს სიტუაციაში ვიქნებოდით...არც ის ოთხეულიც არ დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

15

1 ოქტომბერი 2017 12:25

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 258
დღეს ისეთი თამაშია რო ან ძაან სასტიკად მოვიგებთ და რომას ფსიქოლოგიურად გაბრდღვნილს გავუშვებთ უკან.
ან ჭავაგებთ პრაქტიკულად, აზრზე მოუსვლელად და ემოციური ღრუბლებიდან დავეშვებით.

ნებისმიერ შემთხვევაში ახალ გამოცდილებას მივიღებთ. თუმცა გამოცდილება სჯობს გამარჯვებების ხარჯზე დაგროვდეს.

მე მგონია რომ მოვიგებთ და ეს მატჩი იქნება აი ისეთ რომელიც მომავალს წყვეტს ხვდებით?

აი ერთი 7-8 წის შემდეგ რო უკან მოიხედავ და ყველაზე გარდამტეხი მომენტის ძებნას დაიწყებ და აღმოაჩენ აი ისეთი მატჩია რაა... ამ მატჩის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ რამდენი დააგვიადნება მილანის ოთხეულში შესვლას..

ფორცა მილან

14

1 ოქტომბერი 2017 11:58

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 325
დგეს უნდა მოვით ავცილებლად

13

1 ოქტომბერი 2017 11:22

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3963
უნდა მოვიგოთ დღეს თორე სრულიად მილანი ვეღარ გადაიტანს

12

1 ოქტომბერი 2017 11:06

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3
ციტატა: Milanista111
ციტატა: Bonera
სალამი მილანის ფანებო მე ახალი ვარ. მიხარია რო ასე ბევრი ვართ.
Forza milan!!!!!!!
P.S. დღეს ვიგებთ!

Baro baro zmao mara es bonera ra ubedurebaaa? :DD

ამხელა ლეგენდა კაცს კი ეკუთვნის ერთი ნიქნეიმი :D

11

1 ოქტომბერი 2017 10:33

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 668
ციტატა: Bonera
სალამი მილანის ფანებო მე ახალი ვარ. მიხარია რო ასე ბევრი ვართ.
Forza milan!!!!!!!
P.S. დღეს ვიგებთ!

Baro baro zmao mara es bonera ra ubedurebaaa? :DD

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 11
რეგისტრირებული: 1
სტუმარი: 10
luka9