"მილანის" ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში

როგორც მოგეხსენებათ, გასული დღეებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები იმართებოდა, სადაც ბევრი "როსონერის" ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.


ჯანლუიჯი დონარუმა ალბანეთის და მაკედონიის წინააღმდეგ იყო გამოძახებული, თუმცა ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იყო. აღნიშნულ ორ შეხვედრებში მონაწილეობა "მილანის" კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ მიიღო.

დავიდე კალაბრიამ 21 წლამდელებში ითამაშა მაროკოს 20 წლამდელთა წინააღმდეგ, სადაც საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა. "აძურინიში" ასევე იყვნენ გამოძახებულნი: მანუელ ლოკატელი და პატრიკ კუტრონემ. ორივე მათგანმა უნგრეთთან და მაროკოსთან სასტარტოდან დაიწყეს. პატრიკ კუტრონემ 2 მატჩში 3 გოლი და ორი საგოლე პასი გააკეთა.

19 წლამდელებში მონაწილეობა მატეო გაბიამ მიიღო. გაბიამ შვედ თანატოლებთან 74 წუთი ითამაშა, სადაც 2 გოლის გატანა შეძლო. აღნიშნულ მატჩში იტალიელთა კარს არენდით წესით წასული პლიცარი იცავდა.

გუსტავო გომეზს, რომელსაც "მილანში" სათამაშო დრო არ აქვს, პარაგვაის ნაკრების ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვენესუელასთან მან წითელი ბარათიც დაიმსახურა.

კრისტიან ძაპატამ პარაგვაის წინააღმდეგ წაგებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

"როსონერის" ახალმა შენაძენმა, რიკარდო როდრიგესმა პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, თუმცა სილვას და მის თანამემამულეებთან ვერაფერი გახდნენ. ანდრემ შვეიცარიას გადამწყვეტი, მეორე გოლი გაუტანა. სილვამ ანდორას ნაკრების კარიც აიღო.

ჰაკან ჩალჰანოღლუმ ფინეთთან ფრედ დასრულებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა.

ფრანკ კესიმ მალის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ბილიამ და მისმა ეროვნულმა ნაკრებმა ლეონელ მესის თაოსნობით სასწაული მოახერხეს. არგენტინელებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ ეკვადორთან, მაგრამ, დიდი შანსი იყო, ეს შედეგიც არ ყოფილიყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა, ჩილეს ნაკრების ფეხის დაცდენამ ლუკასს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებაში დაეხმარა. ბილიამ ეკვადორთანაც და პერუსთან ორივე მატჩი ითამაშა და ორივეში ყვითელი ბარათი მიიღო. dle


5

12 ოქტომბერი 2017 11:59

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1202
ციტატა: ako. milanista
კუტრონეა ძალიან მაგარი ბიჭი
-----------------------
forza milan

4

12 ოქტომბერი 2017 10:09

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 276
არგენტინამ სასწაული მოახდინა არა კვატი:)

3

12 ოქტომბერი 2017 10:08

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 585
kutrone ra pormashia 2 tamashi 3 goli ori pasii sagol ra magari tu ase gaagrdzela dzan magari iqneba ufro moumatebs xo saertot

2

11 ოქტომბერი 2017 22:56

  • ჯგუფი: ადმინისტრაცია
  • |
  • სიახლეები: 439
  • |
  • კომენტარები: 276
კუტრონეა ძალიან მაგარი ბიჭი
-----------------------

1

11 ოქტომბერი 2017 22:51

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 94
მესი გვინდა ჩვენ love

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 6
2 აეკი 4
3 ავსტრია 1
4 რიეკა 0

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელ ფეხბურთელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკა
ანდრეი შევჩენკო



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 27
რეგისტრირებული: 2
სტუმარი: 25
Shio George.White