სილვიო ბერლუსკონი: "მილანს ფინანსური პრობლემები აქვს, ხელმძღვანელობა კი დუმს." » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

სილვიო ბერლუსკონი: "მილანს ფინანსური პრობლემები აქვს, ხელმძღვანელობა კი დუმს."

ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს ახალი მფლობელების მუშაობაზე.


როგორც იცით, კლუბის შესაძენად აზიატმა ბიზნესმენებმა აიღეს კრედიტი ამერიკული ჰეჯ-ფონდის "Elliott Management"-სგან. ახლა კი იმ შემთხვევასი თუ ვალი არ იქნება გასტუმრებული, კლუბზე კონტროლი გადავა Elliott-ზე.

«ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მილანს უკვე აქვს რიგი ფინანსური პრობლემები. მე მისტერ ლის დუმილი მაღელვებს. თუ კლუბის საქმეები შემდეგშიც ესე ცუდად განვითარდება, ვთვლი რომ უკვე გაზაფხულზე მილანის მფლობელი Elliott გახდება. რეალური პრობლემა კი ისაა, თუ მილანი ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა, ზარალი 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს. ვინც არ უნდა იყიდოს შემდგომში კლუბი, ვფიქრობ ბევრის გადახდა არ მოუწევს, თუმცა მას მოუწევს მილანის განკურნება ბოლო რანმდენიმე მძიმე წლისგან და ეს არაა საუკეთესო პერსპექტივა».- განაცხადა ბერლუსკონიმ Telelombardia-სთან ინტერვიუში

ამასთან ერთად ვრცელდება ჭორი, რომ მისტერ ლიმ უახლოეს წარსულში აიღო კიდევ ერთი კრედიტი "Jin Bao Bao Holdings"-სგან ჩინეთში.

შეუმოწმებელი წყარო ავრცელებს დოკუმენტს Twitter-ის საშუალებით, სადაც ნათქვამია რომ "Rossoneri Sport Investement", რომელიც ეკუთვნის მისტერ ლის, აიღო მაღალანაზღაურებადი კრედიტი 7 მილიონი ევროს(8,3 მილიონი ა.შ.შ დოლარი) ოდენობით "Jin Bao Bao Holdings"-სგან ჩინეთში. იმის მიუხედავად რომ თანხა არც თუ ისე დიდია მისი საფეხბურთო ხელშეკრულებებთან შედარებით, თუ ინფორმაცია დადასტურდება, აშკარა გახდება მილანის სერიოზული ფინანსური პრობლემები.

სილვიო ბერლუსკონი: "მილანს ფინანსური პრობლემები აქვს, ხელმძღვანელობა კი დუმს."


გამაოგნებელი საკრედიტო 14% მიუთითებს მისტერ ლის სასოწარკვეთილ და გამოუვალ მდგომარეობაზე. ეს სესხი იმაზეც მიუთითებს, რომ მას არ შეუძლია ან არ უნდა საკუთარი თანხის დახარჯვა, თორე კარგად მართვად მილიარდიან ორგანიზაციას არ უნდა უჭირდეს ამ თანხის საკუთარი ხარჯებით ანაზრაურება.

წყარო: Calciomercato.com
dle


1

28 ოქტომბერი 2017 00:08

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 601
ეს ავადმყოფია ტოო )))) იმიტო გაყიდა რო მიჭირს ვერ ვინახავო და ისევ გაჭირვებულებს მიყიდა ? )))))

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელი პოზიციაა გასაძლიერებელი?

მეკარე
დაცვა
ნახევარდაცვა
თავდამსხმა
სხვა



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 13
რეგისტრირებული: 0
სტუმარი: 13