წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


მონტელა: "სერია A-ს ცხრილს არ უნდა შევხედოთ"
ავტორი: BeeQSooN
  • "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ "იუვენტუსთან" 0-2 წაგების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და შეხვედრა შეაფასა.

    "მიმაჩნია, რომ "მილანმა" მშვენიერი 15 წუთი აჩვენა და მინიმუმ 1 გოლი დაიმსახურა. პირველ ნახევარში, ჩვენ უფრო მომენტი შევქმენით, ვიდრე "იუვენტუსმა". მატჩის ბედი ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომელმაც ბრწყინვალე თამაში აჩვენა".

    "სირთულეები "სან სიროზე"? ბოლო სამ შეხვედრაში არასამართლიანი შედეგები დაფიქსირდა. "მილანი" უნდა გაიზარდოს, მე ვხედავ, რომ ჩემს გუნდს ფეხბურთის თამაში შეუძლია".

    "70 წუთის განმავლობაში შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ დაცვაში და მეტოქეს ცოტა შანსი მივეცით. თუმცა, იგუაინმა არაფრისგან 2 გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა".

    "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზრდა. ზაფხულის ტრანსფერებით მოხარული ვარ, მაგრამ ეს გუნდს დღეს ვერ დაეხმარა, რადგან ჩემი ბიჭები ახალგაზრდები არიან და "მილანში" ზეწოლა ძალიან მაღალია".

    "ცოტა გოლები "სან სიროზე"? "იუვეს" კარში გოლის გატანასთან ახლოს ვიყავით, ისევე, როგორც "რომასთან" გამართულ შეხვედრაში".

    "მილანის" მიზნები შეიცვალა? რა თქმა უნდა, არა, ჩვენ არ უნდა შევხედოთ სერია A-ს ცხრილს",
    - დაასრულა მონტელამ.
    скачать dle 11.3
    # 2
  • გასულია
  • 30 ოქტომბერი 2017 14:23
    დაგვცინის უეჭველი :@
    # 1
  • გასულია
  • 30 ოქტომბერი 2017 03:03
    70 წუთის განმავლობაში შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ დაცვაში და მეტოქეს ცოტა შანსი მივეცით. თუმცა, იგუაინმა არაფრისგან 2 გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა".

    აგი ბიჯო *** ა>?
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.