წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


სილვა: "ის კარგად თამაშობს, მაგრამ მე უკეთესი ვარ"
ავტორი: BeeQSooN
  • "მილანის" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, ანდრე სილვამ გუნდის გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.

    "როცა აგენტმა "მილანში" გადასვლის შესახებ მითხრა, ძალიან გამიხარდა. ბევრი არ მიფიქრია და მაშინვე დავთანხმდი".

    "სან სიროზე" დებიუტი შესანიშნავი იყო. სტადიონი სავსე იყო და მე პირველი გოლის გატანა მოვახერხე, რომელსაც ძალიან ველოდი".

    "ვისთან მსურს თამაში? შესაძლებლობა რომ მქონდეს, ბრაზილიელ რონალდოსთან ვითამაშებდი. ხოლო კრიშტიანუსთან ერთად თამაშის ბედნიერება ეროვნულ ნაკრებში მაქვს".

    "ნაპოლისთან" შეხვედრაზე ჯერ არ ვფიქრობთ, ახლა მხოლოდ "სასუოლოსთან" მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი".

    "იტალიური ენა? ნელა ვსწავლობ. მეშინია საუბრისას შეცდომა არ დავუშვა. სირთულეები განვითარებას ხელს უწყობს. ადაპტაციისთვის დრო მჭირდება და ეს არ არის ადვილი, რაგან კომფორტული ზონა დავტოვე".

    "მილანის" ლეგენდების შესახებ: ინძაგი, შევჩენკო და რუი კოშტა მიყვარს, მაგრამ რონალდო განსაკუთრებულია".

    "შედარებები არ მომწონს. მინდა ვიყო პირველი. მე ანდრე სილვა ვარ და ჩემი სათამაშო სტილი მაქვს".

    "ყველაზე მხიარული თანაგუნდელი? ის არის ანტონელი".

    "თავისუფალ დროს მილანში ვსეირნობ. ასევე ვთამაშობ ფეხბურთს კონსოლში. დონარუმა კარგად თამაშობს, მაგრამ მე უკეთესი ვარ. რა თქმა უნდა, ყოველთვის "მილანს" ვირჩევ".

    "მესი? ის არის საუკეთესო რონალდოს შემდეგ. ჩემთვის კრიშტიანუს თამაში უფრო სასიაოვნოა, ვიდრე მესის",
    - დაასრულა სილვამ.скачать dle 11.3
    # 2
  • გასულია
  • 5 ნოემბერი 2017 11:13
    Golebis gatana daiwye silva seria ashi, ragac shegagvianda pirveli golis gatana
    # 1
  • გასულია
  • 5 ნოემბერი 2017 02:46
    Mesi da Cristiano orive shedevria 21-e saukunis da bednierebaa mat epokashi ro vcxovrobt chven
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.