ჯენარო გატუზოს პრესკონფერენცია » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

ჯენარო გატუზოს პრესკონფერენცია

დღეს ჯენარო გატუზოს მილანის პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.


მარკო ფასონე: «მე და მირაბელიმ ვიცით, რა იყო არასწორი. ჩავერიეთ და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დალაგდება. გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და მას შეუძლია დასახული მიზნის მიღწევა. გატუზო ავირჩიეთ არა იმიტომ რომ კლუბს არა აქვს ფული, არამედ იმიტომ რომ ეს სწორი არჩევანია შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ის ლეგენდაა, ის აქ მუშაობს და მან კარგი შედეგი აჩვენა პრიმავერასთან მუშაობის დროს.»

მირაბელი გატუზოს შესახებ: «გატუზოს "მილანი სისხლში აქვს", რასაც გუნდს გადასცემს. ზოგიერთი იფიქრებს, რომ მას არ აქვს გამოცდილება, მაგრამ მე ვიტყვი, რომ მას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის შემოტანა შეუძლია.»

გატუზო: «მნიშვნელოვანი დღეა. ყველამ მკაცრად უნდა ვიმუშაოთ. აქ მუშაობა და ამ ბიჭების გაწვრთნა, ერთი სიამოვნებაა. 16 სხვადასხვა ნაციონალობის ფეხბურთელია. საშუალო ასაკიც ძალიან დაბალია. ისინი განიცდიან არც თუ ისე კარგ პერიოდს, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ.»

გატუზო ეხლანდელ მილანზე: «სამი მცველით ვითამაშებთ. ჩვენ უნდა მივყვეთ პრიმავერაში დემონსტრირებულ კონცეფციას. მეთოდოლოგია განსხვავებული იქნება. ვინჩენცოს გადაცემები მოსწონდა და მეც მომწონს, მაგრამ მეტოქის კართან ვერტიკალურად გვმათებს თამაში.»

გატუზო ემოციების შესახებ: «ისევ ისეთია, როგორც მაშინ როცა ვთამაშობდი. მილანელოზე ისე შევდივარ, თითქოს სამოთხეში. მოედანს რომ ვხედავ, თავი მტკივდება და არ ვიცი რომელი ავირჩიო. სტრუქტურა უბრალოდ წარმოუდგენელია. ხელფასი რეგულარულად მოდის და საჭიროა მონდომება. მე მიყვარს ჩემი სამსახური.»

ჯენარო გატუზოს პრესკონფერენცია

მირაბელი ახალ შენაძენებზე: «სრულმა შემადგენლობამ ვერ აჩვენა ის, რასაც მისგან ველოდით. ვიმედოვნებთ, რომ რინო შეძლებს და აჩვენებს გუნდის სრულ ხარისხს.»

მირაბელი შემადგენლობაზე: «ჩვენ ვიცით, რომ ვართ საკმარისად კონკურენტუნარიანები. დარწმუნებულები ვართ, რომ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ ჩავდეთ ინვესტიცია კარგ ფეხბურთელებში, მაგრამ ისინი ჯერ ახალგაზრდები არიან. დრო გვჭირდებოდა.»

გატუზო საზაფხულო შენაძენებზე: «ამ გუნდს მეტის მოცემა შეუძლია. ჩვენ უნდა გავხდეთ გუნდი და მოედანზეც, როგორც გუნდი ისე უნდა გავიდეთ. ვიბრძოლოთ მთელ მოედანზე. ვიცოდეთ თავდადება და ვიყოთ მკაცრები. გვჭირდება საბრძოლო სული, თუმცა ზოგჯერ ეგ არაა საკმარისი. გვჭირდება ხარისხი.»

გატუზო ჩემპიონთა ლიგაზე: «დღეს სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ. ერთი დღით ვცხოვრობ. ბენევენტოსთან მატჩი ისეთი უნდა იყოს, თითქოს მსოფლიოს ფინალია. უნდა ვიცოდეთ თამაშის შეცვლა. "სან-სიროზე" კარგად სათამაშოდ 360 გრადუსით კარგები უნდა ვიყოთ. ქვეცნობიერის დონეზე რაღაც დიდებული უნდა დავაჯეროთ ამ ბიჭებ. ეს არის პრიორიტეტი.»

გატუზო მენტალიტეტზე: «ვფიქრობ ცოტათი დამამცირებელია, როცა მხოლოდ ჩემს აგრესიულობაზე საუბრობენ. ჩემთვის მწვრთნელობა არავის უჩუქებია. მატჩებისთვის მხოლოდ აგრესიით არ ემზადებიან და საჭიროა ცოდნა. მილანი დიდი ისტორიის კლუბია და საჭიროებს პატივისცემას. საჭიროა თავდადების სურვილი.»

ჯენარო გატუზოს პრესკონფერენცია

გატუზო თავდასხმაზე: «ყველაფერი დამოკიდებულია ფეხბურთელების მდგომარეობაზე. სამი დაცვაში, ოთხი ნახევარდაცვაში და წინ ვნახოთ.»

გატუზო ბერლუსკონიზე: «მას კარგად ვიცნობ და ეს მისი პირველი ზარი არ ყოფილა. ფეხბურთელობის დროს ხშირად ვსაუბრობდით. ის ერთ-ერთი წარმატებული პრეზიდენტია ფეხბურთის ისტორიაში. ჩვენ ვსაუბრობდით ორ თავდამსხმელზე, მილანის დეენემზე. თავს არ ვიკატუნებდი, არამედ ყურადღებით ვუსმენდი.»

გატუზო მისტერ ლიზე: «ის ინგლისურად არ საუბრობს. ჩვენ ფასონესთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ახლო მომავალში გავისაუბრებთ მასთან.»

გატუზო კესიეზე: «მის ასაკში გულუბრყვილო ვიყავი და ზოგ-ზოგიერთი ადამიანისთვის, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობდნენ, არ იყო ადვილი. კრიტზე შევცდი და ზოგიერთი ჩემს გამო ეკონომიკურად დაშავდა. პიზაში რთული იყო. შევიცვალე და დილეტანტივით ვაზროვნებდი. ეს ძალიან რთული სამსახურია და თუ მოედანზე არ ხარ ვერ გაიგებ. მომწონს მწვრთნელად მუშაობა და ვფიქრობ რომ შემწევს მაგის უნარი. ბევრს ვშრომობდი და ვმოგზაურობდი, რათა გამეუმჯობესებინა საკუთარი შესაძლებლობები. არ მაწუხებს რას იფიქრებენ და იტყვიან ჩემზე. ჩემი ფეხბურთელობის დროს საკმარისი იყო ორი მატჩი ჩაგეგდო და მორჩა გეტყოდნენ რომ არაფრის მაქნისი ხარ. ყველაფერს ჩემით მივაღწიე. შევცვალე სამსახურისადმი დამოკიდებულება. აღარ ვკითხულობ გაზეთებს, რათა შევინარჩუნო სიმშვიდე და ვიფიქრო მხოლოდ სამუშაოზე.»

გატუზო მწვრთნელის სავარძელზე: «ვინც მიცნობს იცის, რომ გათვლებით არ ვმუშაობ. მე ვიმყოფები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში და ვეცდები ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო. ხვალინდელ დღეზე ფიქრიც კი არ მინდა. საავადმყოფოში მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ თავს გავიტეხავ.»

ჯენარო გატუზოს პრესკონფერენცია

გატუზო გოლის პრობლემაზე: «ჩემი ისტორიიდან გამომდინარე, ჩემი გუნდები ცოტას უშვებენ, თუმცა ცოტასვე იტანენ. მაგ საკითხზე ვმუშაობთ. რაღაც მოვამზადეთ. პრობლემა იმაზე ვრცელია ვიდრე გოლი. ტორინოსთან მატჩში გუნდმა გატანის ბევრი შესაძლებლობა შექმნა. იყო რაღაც ახალი ტაქტიკის დონეზეც.»

გატუზო ანდრე სილვაზე: «მაგ ფეხბურთელს დიდებული შესაძლებლობები აქვს. ის მოთხოვნადია, იმის მიუხედავად, რომ არაა ფორმაში. მას უნდა შეუქმნა ისეთი პირობები, რომ გუნდთან ერთად ითამაშოს. ზოგჯერ შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, თუმცა ინდივიდუალურად და არა პარტნიორებთან ერთად.»

გატუზო მორიგ მატჩებზე: «სერია ა-ში არ არსებობს მარტივი მატჩები. მზად უნდა ვიყოთ და სწორეთ მიუდგეთ თამაშს.»

გატუზო ბონუჩიზე: «ბონუჩი კაპიტანია და დარჩება კიდეც. გუშინ ვესაუბრე გუნდს და ბიჭებში მუშაობის დიდი სურვილი დავინახე. მე მათ მხოლოდ ჩართულობა და დისციპლინი ვთხოვე. თანაგუნდელისთვის ცეცხლში შევარდებოდი და მათგანაც იგივეს დანახვა მინდა. ფეხბურთელები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ.»

გატუზო მიღებულ ზარებზე: «ბევრმა დამირეკა და მომწერა. საკიმ, კაპელომ კანავარომ. საღამოს კი ჩემი ფოტო დავინახე "გომორას მაფიოზის" როლში და ტელეფონი გამოვრთე(იცინის).»

გატუზო კუტრონეზე: «ყურადღებით ვაკვირდები ფეხბურთელების ვარჯიშს. ის ერთ-ერთია ვინც არასდროს იხევს უკან. თამაშობს მონდომებით. ეგეთი მენტალიტეტის ხალხი გვჭირდება.»

ჯენარო გატუზოს პრესკონფერენცია

ვისი ვარჯიში აინტერესებს ყველაზე მეტად გატუზოს: «სუსო. მაინტერესებს მართალია თუ არა, რომ მხოლოდ ერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში. აგრეთვე კესიე, ისე ვერ იხსნება, როგორც შარშან.»

გატუზო გამარჯვებებზე: «ევროპის ლიგაზე შემდეგ ტურში ვართ. იტალიის თასზე თამაში ჯერ კიდევ გველის. მინდა რომ მოგებასა და წაგებას შორის დიდი განსხვავება იყოს. რომ წააგებ, თავი უნდა დაიწვა და მილანელოზე დაკრძალვა გამოაცხადო.»

რისი მიცემა შეუძლია მილანისთვის გატუზოს: «ჯერ კიდევ 72 ქულა თამაშდება. ვიცი რომ ყველას არ მოვწონვარ. შემიძლია საკუთარი თავი მივცე. ვინ ვარ? ვინც თამაშით ცოცხლობს. გავდივარ მოედანზე და ტანში ჟრუანტელი მივლის, როგორც მაშინ, როცა თვითონ ვთამაშობდი.»

გატუზო მილანის იდენტურობაზე: «ვეყრდნობი იმას, რასაც კვირის მანძილზე ვხედავ. ზოგიერთი ფეხბურთელი ძირითადია, მაგრამ კვირის განმავლობაში პედლები ყველამ უნდა ატრიალოს.»

გატუზო ვარჯიშებზე: «გვაქვს პარამეტრები, რომლებსაც ვაკონტროლებთ ვარჯიშებზე. ხვალ ფიზიკური დატვირთვაა და შემდეგ დავიწყებთ მატჩისთვის მზადებას. გუნდს ვუთხარი, რომ ნუ მოაწყობენ სკანდალს და ნუ ეწყინებათ, თუ რამე ზედმეტი სიტყვა წამომცდა.»

გატუზო მიღებულ რჩევებზე: «ყველამ სიმკაცრე მირჩია.»

წყარო: acmilan.com
dle


20

1 დეკემბერი 2017 11:27

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 119
მგონია რომ გაამართლებს

19

29 ნოემბერი 2017 17:56

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 208
"WAGEBA DA MOGEBA GANSXVAVEBULI UNDA IYO.ROM WAAGEB SAN SIROZE TAVI UNDA DAIWVA DA DAKRDZALVA UNDA GAMOACXADO"

Montela igebda tu agebda sirivit igrijeboda da sul kmayofili iyo

yvelaze metad is magizianebda rom tamashit yoveltvis kmayofili iyo da sul dadebits xedavda

18

29 ნოემბერი 2017 16:00

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
Am kacis sityvebis mere jruantelma damiara mtel tanshi... Gatuzos xasiatis gundi unda iyos 300 spartanelivit.. Gadi da daachoqe metoqe akuwe da daaanawevre...

17

29 ნოემბერი 2017 14:53

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 168
ავტორს ძაან დიდი მადლობა.
რინო შენი იმედი გვაქვს, მენტალობაა გუნდში გამოსასწორებელი, კლასი ბევრად მაღალია წინა სეზონებთან განსხვავებით, მენტალური და სწორი ტაქტიკური სისტემაა შესარჩევი. ფორცა რინო <3 მჯერა რო მაგარი შეიცვლება გუნდის მდგომარეობა რინოს მერე. <3 ფორცარინო

16

29 ნოემბერი 2017 12:47

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 600
ეს 3 მცველი ბონუჩის ახირება მგონია, შეიძლება შეთანხმება როცა შედგა ბონუჩიმ კაპიტნობასთან ერთად 3 მცველიანი ტაქტიკა მოითხოვა. + დონარუმას ძმის მოყვანა ემატება ამას და ეგ თუ მართალია მილანი მართლა კანტორაა რომელიც 'კაი' ფეხბურთელების ხუშტურებზე დადის

15

29 ნოემბერი 2017 12:19

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 521
ანუ გატუზომ რაო? რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ფეხბურთი ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადიო?

14

29 ნოემბერი 2017 10:39

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 271
საღოლ ავტორ ! ჯენაროს იმედი მაქვს !

13

29 ნოემბერი 2017 10:17

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 667
Rogor minda ro zidanis ambavshi gaichitos da amanac magrad gaamartlos

12

29 ნოემბერი 2017 10:12

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 400
კარგად ილაპარაკა.ნეტა გაამართლებდეს.თუ მაინცდამაინც 3-4-3 უნდა ძირითადში ცენტრ ფოვრვარდად სილვა უნდა ათამაშოს ფლანგებზე ბონა და სუსო და ბორინი კიდე მარჯვენა ნახევარმცველად.

11

29 ნოემბერი 2017 09:49

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 258
საღოლ ავტორს ამხელა სტატიის თარგმნისათვის <3

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 39
რეგისტრირებული: 4
სტუმარი: 35
George.White ddq ucha-milan pirlo21