ჯენარო გატუზო: მომზადებული დავიბადე » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

ჯენარო გატუზო: მომზადებული დავიბადე

პრესკონფერენციის შემდეგ, მილანის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მონაწილეობა მიიღო იუმორისტულ შოუში Le Iene.


«ეხლა მშვიდად ვარ, თუმცა ცოტა ხნით» - დაიწყო ღიმილით გატუზომ. - «ჩემს წინ რთული გამოწვევაა.»

ჯენაროს გადაცემაში ხუმრობით ბინოკლი და ალპენშტოკი(მთამსვლელის ხელსაწყო) აჩუქეს, რათა სატურნირო ცხრილში მაღლა ავიდეს, აგრეთვე თბილი ქურქი, რადგან მილანი -18 ჩამორჩება ლიდერ ნაპოლის.

«თუ ეს ყველაფერი მართლა მაჩუქეთ, მაშინ თან წავიღებ» - იხუმრა რიომ. - «მე ხომ მომზადებული დავიბადე, დროზე ორი თვით ადრე.»

კითხვაზე, თუ რა შეცდომა დაუშვა მონტელამ, ჯენარომ უპასუხა: «ის არაფერში არ შემცდარა. ზოგჯერ დრო და ცოტა იღბალიც გჭირდება. ქედს ვიხრი მის წინაშე ცხოვრების და სამსახურისადმი მიდგომის გამო.»

მონტელამ 23 შეხვედრაში 23 სხვადასხვა შემადგელობით ითამაშა, რის გამოც აკრიტიკებდნენ: «მე მინდა დავამყარო რეკორდი 24-25.» - გაიღიმა რინომ.

«ბერლუსკონიმ დამირეკა და ძალიან გამიხარდა. ეს იყო გულწრფელი საუბარი. მისტერ ლიმაც დამირეკა და ამ დღეებში შევხვდებით და პირისპირ გავისაუბრებთ.»

დასასრულს Le Iene-ს წამყვანებმა ჩინური ფრაზის გამეორება სთხოვეს ჯენაროს, რაც ვითომ "ფორცა მილანს"(სინამდვილეში კი "ფორცა ინტერს") ნიშნავდა. საპასუხო მოქმედება ვიდეოში იხილეთ.


წყარო: football-italia.net
dle


7

29 ნოემბერი 2017 21:02

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 277
აი ასეთმაა ადამიანებმა “ფეხბურთელებმა“ შემაყვარაეს ფეხბურთი ახლანდელმა სამწუხაროდ აგარ იციან ნამდვილი ფეხბურთელების ფასი რადგან დგეს თიტზე ჩამოსათვლელებიღა დარჩნენ აგარაა დგევანდელი ფედბურთი ისეთი რომელიც მე მიყვარდა

მე ძალიან მინდა რინო ისეთივე წარმატებული მწვრთნელი აგმოჩნდეს როგორიც ფეხბურთელობის დროს იყო მაგრამ ასე თუ არ იქნება მე დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ საფუძველს ჩაუყრის მილანის აგმავლობას და გუნდი ტაქტიკურად გამართული თუ არა სულით და გულით მაინც ითამაშებს და თითოეულ ფეხბურთელს ეცოდინება სად არიან და რატო Forza Milan! Forza Rino!

6

29 ნოემბერი 2017 20:49

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4052
Namdvili milaneli movida milanis sataveshi, aseti witel shavi mwvrtneli milans ar yolia, sulit xorcit witel shavi

5

29 ნოემბერი 2017 20:09

  • ჯგუფი: ადმინისტრაცია
  • |
  • სიახლეები: 178
  • |
  • კომენტარები: 893
ჩაუფათახა ორივეს wink

4

29 ნოემბერი 2017 18:47

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 244
ჰაჰჰაჰა რამაგარი კაცია

3

29 ნოემბერი 2017 18:27

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 299
რა რა ცჰაცხო :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

2

29 ნოემბერი 2017 18:15

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1025
მაგარი კაცია მაგრად მიყვარს და მართალ შავ წითელი აქ გული და ძაან არ მინდა რო ცუდად წაუვიდეს მილანური კარიერა ტრენერის სახით და ცუდად დატოვოს გუნდი!! მიდი რინო გულით გბალელშიკობ იქნებ შენ გამოგივიდეს დიდი მილანის დაბრუნება!!

1

29 ნოემბერი 2017 17:40

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 13
მიდი რინო , მთელი სამილანეთი შენს იმედზეა

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 16
რეგისტრირებული: 2
სტუმარი: 14
GamBit58 mishka99