გატუზო: "დერბიში გამარჯვება მორალურად დაგვეხმარება" » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

გატუზო: "დერბიში გამარჯვება მორალურად დაგვეხმარება"

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, "როსონერის" მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, კლუბის ოფიციალურ არხს, "Milan TV"-ს ესაუბრა.


"პრეზიდენტ იონგონგ ლის სან-სიროზე ყოფნისას თამაში არ წაგვიგია? არ მისცეთ წასვლის საშუალება... ხუმრობა იქით იყოს, ამ გუნდს შესანიშნავი ხარისხი აქვს. დაცვაზე თუ ვისაუბრებთ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ბევრჯერ მოვიგეთ მეორე სართულზე ორთაბრძოლა, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. კარგად ვამოძრავებდით ბურთს გარშემო, მაგრამ დაცაში მაინც გვჭირდება წინ გადადგმული ნაბიჯი. დავინახე, რომ ბიჭებმა თავი გამოიჩინეს.

ეს "მილანი" 2006/2007 წლების პირველ წრის გუნდს მახსენებს, სადაც ყველასთან ვმარცხდებოდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობამ მალტაზე წაგვიყვანა, ფეხზე წამოვდექით. ვხედავ, რომ ბიჭები ცდილობენ მთაზე ასვლას თამაშის ყველა მომენტში, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი, რადგან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არ ვართ ფორმის პიკში. არასდროს არ გვქონდა საკმარისი აგრესია, სურვილი და დასაკუთრების გრძნობა.

ბიჭებისთვის, დერბი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც სუნთქვა. ეს გამარჯვება ბევრს არაფერს შეცვლის, მაგრამ მორალურად ძალიან დაგვეხმარება. ახლა უკვე შეგვიძლია შედარებით უფრო მშვიდად ვიმუშაოთ, მოდით მიმართული ვიყოთ ფლორენციაში გამარჯვებისკენ.

მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი გავხდი, ჩალჰანოღლუ ძალიან ბევრს მუშაობს, არასდროს გამოუტოვებია სავარჯიშო სესია. მინდა ხაზი გავუსვა ბილიას თამაშს, მან აჩვენა, რომ დიდებული ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა ფეხბურთელია გამოჯანმრთელებულია. არასდროს უნდა დავნებდეთ."
dle


5

28 დეკემბერი 2017 20:49

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 401
ჩალხანოღლუ მომწონს ძალიან ცოტა გამბედაობა აკლია.ეგ და სილვა სულ ძირითადში უნდა იყვნენ ჩემი არით

4

28 დეკემბერი 2017 14:40

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 47
კარგია მეც მომეწონა მილანის ტამაში მაგრამ ახლა მაინც დამტჯიცდა გატუზოს სიტყვები მილანს ტუ გაუტანენ მტლიანად ირევიან მერე ტავიდან მილანმა ცუდად დაიწყო პირველი ტაიმის პირველი ნახევარი გუნდი ვერ ტამაშობდა და ინტერს ცენტრს აქეტ ხვდებოდნენ კარგი ტამასჰი დაიწყო მილანმა წესიერად რომ ვეგარ სჰემოქონდატ ინტერს ბურთი ეს შეცდომა იყო რადგან ამ პერიოდში გოლი რომ გაგვეშვა მერე ვიციტ რაც მოხდებოდა მეორე მინუსი ბიგლია რომელიც ყველაზე ნაკლებ შეცდომას რომ უნდა უშვებდეს ბევრი შეცდომა დაუშვა ტუმცა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა ასევე ბონუჩიც იყო მომენტები შეცდომების თუმცა ძაან მაგრად იბრძოდა და ეს მინუსები გადაცემებსჰი იყო პოზიციურად ძაან მაგარია ჩემი აზრით კალინიჩი სკამზე სილვას შანსი ძირიტადში და ტუ ვერაფერი ქნა რაც მეეჭვება და მჯერა რატოგაც სილვას კუტრონე გვყავს და ბიგლიას ნაცვლად ლოკატელი იმენა რაც იტამაშა კლასი იყო უშეცდომო

დანარჩენი ფეGბურტელები მალადეც

3

28 დეკემბერი 2017 12:34

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 208
Adjarasportze wavikitxe
"ფეხბურთელის რანგში ყველაფერი მოვიგე, მაგრამ როგორც მწვრთნელი, მხოლოდ დამწყები ვარ. იანვარში 40 წლის გავხდები, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ ჯერ კიდევ მოთამაშესავით ვფიქრობ. ალბათ, სერია ა-ში ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვარ, მაგრამ ყოველთვის მოგება მინდა - მაშინაც კი, როცა ეზოში შვილებს ვეთამაშები"

Magari martali kacia Rino

2

28 დეკემბერი 2017 12:06

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 886
Kargia ro moviget magram exa eiforiashi chavardna ar sheizleba zustad igive mondomeba da civsisxlianoba unda vachvenot fiorestanac

1

28 დეკემბერი 2017 11:16

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 12
დამბურძგლა :( და წარმომიდგენია თვითონ მაგ ბიჩებში რა განცდა სუფევდა ,ნეტავ ნეტავ რაა ეს მოგება დაეხმაროს გუნდს. გაუმარჯოს მილანს bully

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 15
რეგისტრირებული: 1
სტუმარი: 14
rossoneri80