წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


რაიოლამ საკუთარი კლიენტებისთვის კლუბების ძებნა დაიწყო
ავტორი: BeeQSooN
  • "Calciomercato.com"-ს ინფორმაციით, მინო რაოლას კლიენტებმა, შესაძლოა "მილანი" დატოვონ. ცნობილ საფეხბურთო აგენტს "როსონერის" ხელმძღვანელობასთან, კერძოდ კი მასიმილიანო მირაბელისთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

    რაიოლას თავისი კლიებტების სხვა კლუბებში გადასვლა სურს. ჯანლუიჯი დონარუმა "პსჟ"-ს ინტერესთა სფეროში მოხვდა და დიდი ალბათობით, პარიზელები მის შეძენას მომავალ ზახულს შეეცდებიან.

    ინაციო აბატეს მიმდინარე ხელშეკრულება "მილანთან" 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბის მესვეურებმა იტალიელ მცველთან თანამშრომლობის გაგრძელება მოინდომონ.

    ასევე "როსონერიდან" წასვლასთან ახლოს არის ჯაკომო ბონავენტურა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკი "შავ-წითლების" სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება და კლუბიდან წასვლის მიზეზები არ აქვს, რაიოლამ მისთვის ახალი გუნდის ძებნა დაიწყო.скачать dle 11.3
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.