"მილანი" სან-სიროზე რჩება » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

"მილანი" სან-სიროზე რჩება

ახალი სტადიონის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის დროს გაჩნდა. ადგილიც შერჩეული იყო - პორტელო, მაგრამ იდეაზე უარი თქვეს.


Sky Sport-თან საუბრისას, მილანის მერმა ჯუზეპე სალამ გამოთქვა მზადყოფნა, რათა დაეხმაროს "ეშმაკებს" ახალი სტადიონის მშენებლობაში და რამდენიმე შესაბამისი ადგილიც დაასახელა ამისთვის.

«ამ საკითხში იდეალური იქნებოდა მილანის და ინტერის თანამშრომლობა ერთმანეთთან. მე მესმის თუ რათ უნდა მილანს საკუთარი სტადიონი. ჩვენ მათ რამდენიმე ვარიანტის განსახილველად დრო მივეცით და საბოლოოდ რაიმე გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენ წარვუდგინეთ რამდენიმე ტერიტორია, რომლებიც შეესაბამება სტადიონის მშენებლობას, მაგალითად როგორედო და პორტო დი მარე. ვფიქრობ კლუბს 2-3 თვე დასჭირდება მოსაფიქრებლად, მაგრამ ამის შემდეგ პასუხი უნდა მივიღოთ. შეთავაზებული ტერიტორიები გარეუბნები გახლავთ, თუმცა კარგი ლოჯისტიკით. დღესდღეისობით რთულია ქალაქის ცენტრში ახალი სტადიონის მშენებლობის წარმოდგენა.»

მერის ამ სიტყვებს მოჰყვა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ოფიციალური განცხადება: «ამჟამად სან-სიროს დატოვება განზრახული არ გვაქვს. ამასთან კარგად გვესმის იმ შესაძლებლობების, რასაც საკუთარი სტადიონი მოგვცემს. ამის მიუხედავად ამგვარი გადაწყვეტილება სათანადო დროს უნდა იყოს მიღებული.»

შეგახსენებთ, რომ "როსონერი" სან-სიროზე 1926 წლიდან გამოდის. ლეგენდარული არენა გახლავთ იტალიელი მეწარმისა და მილანის პრეზიდენტის "პიერო პირელის" საჩუქარი, რომელმაც მშენებლობას გაუწია ორგანიზება. dle


10

11 იანვარი 2018 11:35

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 262
ციტატა: GamBit58
ინტერმა რო გააჯვას ყველაზე კაი ვარიანტი ეგ იქნება.. ქალაქ მილანის სტადიონი მილანს უნდა ეკუთვნოდეს და არა ვიღაც ინტერნაციონალეს

ინტერმა რო გააჯვას მეგობარო გამოვა რო ინტერს ჩვენზე მეტი რესურსი გაუჩნდება. ეს სტადიონი მილანს ვერ დარჩება, გამომდინარე იქიდან რო ქალაქის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და აქეთ მერიას ფულს უხდის რო ითამაშოს მაგ სტადიონზე და სტადიონის მიმდებარედ რა იმფრასტრუქტურაც არის მაქედან შემოსული ფულიც მერიაში მიდის, მილანს მხოლოს ბილეთებიდან შემოსული თანხა რჩება. ასე რომ ჯობია წარსულს თავი დაანებონ და მომავალზე იფიქრონ საკუთარი სტადიონი წელიწადში დაახლოებით 200-250 ლიმონს მოიტანს, ეს დათვლილი აქვთ და ზოგადად ეგრეა ვისაც საკუთარი სტადიონი აქვს. გავარტYი სანსიროს, ბერლუსკონის ერა დასრულდა და სანსიროდან რო გადავიდნენ არაფერი დაშავდება. იუვემ დელე ალპი დატოვა და ხალხი ტიროდა მარა გავიდა ერთი წელი და სულ დაავიწყდათ.

9

10 იანვარი 2018 23:52

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2151
ინტერმა რო გააჯვას ყველაზე კაი ვარიანტი ეგ იქნება.. ქალაქ მილანის სტადიონი მილანს უნდა ეკუთვნოდეს და არა ვიღაც ინტერნაციონალეს
-----------------------
"We are a team of devils. Our colours are red as fire and black to invoke fear in our opponents."

8

10 იანვარი 2018 22:40

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 78
მოსაწევში გავცვლი დროხას (საქონელს რა) არ იწველება!!! ნო მილკ

7

10 იანვარი 2018 22:33

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3926
Axali tanamedrove sakutari stadioni chirdeba milans

6

10 იანვარი 2018 22:29

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 41
ჯერ თამაში ასწავლონ გუნდს და სტადიონზე მერე იზრუნონ

5

10 იანვარი 2018 22:05

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 75
ციტატა: HARRY222
თუ ჩვენ ავაშენეთ ინტერი რა პონტში გვეცილება?

,,პირველი რეკონსტრუქცია სან-სიროს 1939 წელს ჩაუტარდა და 50 ათას მაყურებლამდე გაიზარდა. უკვე 1947 წლიდან სტადიონი მეორე მილანური კლუბის, ინტერის საშინაო არენა გახდა (მანამდე"არენა ნაპოლეონიკზე" თამაშობდა). ნერაძური თავიდან იჯარას იხდიდა, თუმცა შემდეგ სტადიონის თანამფლობელი გახდა." ინტერმა შემოგვეტენა პირველმა და თვითონ გავიდეს წილიდან

Xoda daaxvion da racunda is uqniat merdebs

4

10 იანვარი 2018 21:54

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 110
თუ ჩვენ ავაშენეთ ინტერი რა პონტში გვეცილება?

,,პირველი რეკონსტრუქცია სან-სიროს 1939 წელს ჩაუტარდა და 50 ათას მაყურებლამდე გაიზარდა. უკვე 1947 წლიდან სტადიონი მეორე მილანური კლუბის, ინტერის საშინაო არენა გახდა (მანამდე"არენა ნაპოლეონიკზე" თამაშობდა). ნერაძური თავიდან იჯარას იხდიდა, თუმცა შემდეგ სტადიონის თანამფლობელი გახდა." ინტერმა შემოგვეტენა პირველმა და თვითონ გავიდეს წილიდან

3

10 იანვარი 2018 21:26

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3790
საკუთარი სტადიონი გვინდა უეჭველი ძაან მომგებიანია

2

10 იანვარი 2018 21:22

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 487
ინტერი ჭირი ვერ მოვიშორეთ. არადა მართლა რომ გამოგვასყიდინა სან სირო და მერე მისი რეკონსტრუქცია გაგვაკეთებინა, ჩვენ ბედა იუვენტუსიც არ დაჰყეფს.

1

10 იანვარი 2018 21:02

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 75
San siroze guli damwydeba interma ro daaxvios ar gamova neta ? :D

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელი პოზიციაა გასაძლიერებელი?

მეკარე
დაცვა
ნახევარდაცვა
თავდამსხმა
სხვა



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 18
რეგისტრირებული: 1
სტუმარი: 17
ddq