წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


"მილანის" ექიმი ტრავმირებულებზე საუბრობს...
ავტორი: FARAONE
  • "მილანის" მთავარმა ექიმმა, სტეფანო მაცონიმ გუნდის ოფიცილურ არხთან ინტერვიუში, "როსონერის" ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

    "კალინიჩი? მან გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა. ფეხბურთელს ფეხის არეში ანთება აქვს, რაც საკმაოდ მტკივნეული დაზიანებაა. უახლოეს დღეებში, მის მდგომარეობას უფრო დეტალურად შევისწავლით და მკურნალობაც დაიწყება.

    როდრიგესი? მოთამაშე თავს უკეთ გრძნობს და მან უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად. შესაბამისად, ფეხბურთელი მზადაა "სპალთან" გასამართ მატჩში მონაწილეობა მიიღოს და გუნდს პირველივე წუთებიდან დაეხმაროს.

    რაც შეეხება ანდრეა კონტის, ის აგრძელებს მარტივ ვარჯიშებს. გატუზომ უკვე ისაუბრა მის შესახებ და სწორად წარმოგვიჩინა არსებული სიტუაცია. მარტივი ვარჯიშები ანდრეას დაეხმარება შოკური მდგომარების დაძლევაში და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ როდის შეეძლებს ის მოედანზე გამოსვლას",
    -დაასრულა მაცონიმ.скачать dle 11.3
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.