წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


გატუზო: "მნიშვნელობა არ აქვს დავრჩები თუ არა გუნდში, მთავარია..."
ავტორი: FARAONE
  • "მილანის" მთავარმა მწვრტნელმა, ჯენარო გატუზომ "ლუდოგორეცთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

    "ვერ ვიტყვი რომ ჩემმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ევროტურნირებზე თამაში ყოველთვის რთულია. ოპონენტს შეეძლო ჩვენთვის პრობლემების შექმნა, თუმცა 0-3 გავიმარჯვეთ და ეს რა თქმა უნდა მისაღები შედეგია. ყველაფრის მიუხედავად, მე მინდა მივულოცო ბიჭებს.

    როგორც უკვე აღვნიშნე, ევროტურნირებზე თამაში რთულია, რადგან აქ სულ სხვა ატმოსფეროა და კონკურენტების შესახებ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს, ეს ყველაფერი კი ჩვენზე მოქმედებს და თამაშზეც ნაწილობრივ აისახება.

    ის ფაქტი, რომ "მილანი" ბოლო დროს ცოტა ბურთს უშვებს, ეს დიდწილად ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ. ამ გუნდში ვხედავ დიდ ენთუზიაზმსა და მონდომებას, რომელიც არანაირად არ უნდა დავკარგოთ.

    მე მშვიდად ვმუშაობ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჩემი ოცნება იყო "როსონერი" გამეწვრთნა. კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. არ არის მნიშვნელოვანი გატუზო დარჩება თ უარა "მილანში", მნიშვნელოვანია გუნდი და მისი იმიჯი, რომელიც სამუდამოდ უნდა არსებობდეს",
    -დაასრულა გატუზომ.
    скачать dle 11.3
    # 1
  • გასულია
  • 16 თებერვალი 2018 13:37
    იმსახურებს ეს კაცი წარმატებას და იმედია ფეხბურთელებიც არ დააღალატებენ
    --------------------
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.