ჯენარო გატუზოს ინტერვიუ ჟურნალ Four Four Two-სთან » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

ჯენარო გატუზოს ინტერვიუ ჟურნალ Four Four Two-სთან

გთავაზობთ, მილანის მთავარი მწვრთნელის, რინო გატუზოს, ინტერვიუს, რომელიც მან ჟურნალ Four Four Two-თან ჩაწერა.


პირველი მოგონება, თუ ვინ გამოვიდა მწყობილებიდან? ეს იყო დედაჩემი, მე კი რვა-ცხრა წლის ვიყავი. საძინებელში კედელზე ნახევარმცველის სალვატორე ბანის პოსტერი მივაკარი. ბანი ჩემთვის ნამდვილი გმირი იყო. ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ ყოველთვის დაშვებული გეტრებით დამაშობდა და არ იწევდა მუხლებამდე, როგორც სხვები. შესაძლოა ეს უცნაურადაც მოგეჩვენოთ, რომ ბავშვი ესეთ რამეს აქცევს ყურადღებას, მაგრამ ის მოედანზე დაუცველი გადიოდა და მე ეგ ძალიან მხიბლავდა. დედამ პოსტერის მოხსნა მთხოვა. მე ვცადე და საღებავიც ავაძრე კედლიდან, რაზეც სილა მომხვდა.

ვერასდროს ვიტანდი მარცხს, მეგობრებთან ერთად კარტშიც კი. ნებისმიერ საქმეში წარმატების მიღწევა ჩემი ხასიათის განუყოფელი თვისებაა. ეგ სისხლში მაქვს. ეგ თვისება მამისგან და მისი ძმებისგან მერგო მემკვიდრეობით, თუმცა ოჯახში ყველა ეგეთები ვართ.

ფეხბურთის თამაშის დროს ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებდი. ხშირად არ ვუსმენდი რჩევებს. ყოველდღე სასწორზე ვწონიდი და ერთი და იგივეს ვჭამდი: ბრინჯი და ქათმის მკერდი. წლების განმავლობაში არ ვეკარებოდი ღვინოს და არც სხვა სასმელს, გარდა წყლისა. ღამ-ღამობით მარტო დავრბოდი. თამაშების წინ ნამდვილ მანიაკად ვიქცეოდი. შემეძლო მთელი ღამე ტელევიზორისთვის მეყურებინა, დღისით კი მძინებოდა სასტარტო სასტვენამდე.

შესაძლოა ამიტომაც ვცხოვროდი ყოველთვის მარტო ბაზაზე და შეკრებებზე. ჩემთან ერთად ძალიან რთული იყო. 2003 წელს, როცა მილანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინტერს ხვდებოდა, ისეთი აღგზნებული ვიყავი, რომ ორი კვირა საწოლის მაგივრად სავარძელზე მეძინა.

ეხლახანს გადავწყვიტე, რომ მეგობრებთან ერთად აღარ ვითამაშო ფეხბურთი, რადგან სულ სისულელეებზე ვკამათობთ. იგივე ეხებათ ჩემს კოლეგებს მილანში და ყოფილ თანაგუნდელებსაც. ვცდილობ კონფლიქტების თავიდა აცილებას. როდესაც ბუცებს ვიცმევ, უკვე ვეღარ ვხედა მოწინააღმდეგის სახეებს და ვერ ვხვდები რას ვაკეთებ. მერე კიდე ვფიქრობ: "ეს ვქენი, ის ვთქვი" და ძალიან მცხვენია. ამიტომ მირჩევნია ცალკე ვიყო, მაგალითად მარტომ ვირბინო. როდესაც თამაშში ბურთია, ჩემში ცხოველი იღვიძებს.

12 წლის ვიყავი, როცა პირველად გუნდთან ერთად გავედი მოედანზე. მანამდე სანაპიროზე ვთამაშობდი, მეთევზეების გარემოცვაში, ბენზინის კანისტრებით ძელების მაგივრად და ფეხქვეშ ნიჟარებით. ეს გარკვეულად აისახა ჩემი თამაშის სტილზე. ბავშვობა შესანიშნავი და ბედნიერი მქონდა. ყოველდღე ვთამაშობდი "სან-სიროზე", "უემბლიზე", "მარაკანაზე" და "ბომბონერაზე." ჩვენ ქუჩემს და სანაპიროებს ცნობილ სტადიონების სახელებს ვეძახდით.

ეხლა ყველაფერი სხვაგვარადაა, პრიორიტეტები შეიცვალა. ბავშვები სკოლებში ხუთ საათამდე რჩებიან, რადგან მშობლები სამსახურებში არიან. მათ არ აქვთ საშუალება ითამაშონ იმდენი, რამდენსაც ჩვენ ვთამაშობდით. იტალიის ჩრდილოეთით კი საერთოდ რთულია ქუჩაში თამაში, თუ საფეხბურთო სკოლაში არ დადიხარ პრაქტიკულად არ გაქ არანაირი საშუალება.

გასულ წელს წარმოუდგენელი რამ მოხდა. ჩემი ათი წლის შვილი ფრანჩესკო კალაბრიაში გავუშვი. ექვს კვირაში დაბრუნდა და ისეთი ბედნიერი იყო. მიყვებოდა ისტორიებ, თუ რას აკეთებდა იქ-ისტორიებს ჩემი ბავშვობიდან. თითქოს წარსულში დავბრუნდი.

როდესაც პრობლემები მაქვს, თვალებს ვხუჭავ და ვბრუნდები იმ დროში და იმ სანაპიროზე. თერთმეტ წლამდე ქუჩაში ვიზრდებოდი. არა იმიტომ, რომ ოჯახი და სახლი არ მქონდა. ეს იყო ერთადერთი საშუალება სპორტით დაკავების და მეგობრების შეძენის. ხალხი იმ დროს ბევრს მუშაობდნენ და დაბალანაზღაურებას იღებდნენ. ბავშვები კი ერთობოდნენ და თამაშობდნენ ფეხბურთს. ჩვენ არაფერი არ გვქონდა, მაგრამ მაგას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. ვფიქრობ ჩემი ლტოლვა წარმატებისკენ, ჩემი ღარიბი ბავშვობიდანაა განპირობებული.

ჯენარო გატუზოს ინტერვიუ ჟურნალ Four Four Two-სთან

12 წლის ასაკში მოვხვდი პერუჯიას აკადემიაში, სადაც ხუთი წელი გავატარე. პირველი თვეები კოშმარი იყო, რადგან მარტოობას განვიცდიდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი ჩემს არჩევანში. ჩვენ თითქმის ყველა ახალგაზრდული ტურნირი მოვიგეთ, რომელშიც ვმონაწილეობდით. ვგრძნობდი, რომ უკეთესად თამაშს ვიწყებდი. გამარჯვების სურვილი ყოველდღიურად მეზრდებოდა.

იმ პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელები იშვიათად თამაშობნენ სერია-ა-ს გუნდის ძირითადში, მაგრამ მწვრთნელებიდან ერთ-ერთი თვლიდა, რომ განსაკუთრებული ვიყავი, რომ ნიჭი მქონდა. მე ჩემის მხრივ მძიმე შრომაზე ვფიქრობდი - დავრბოდი, ვატრიალებდი პედლებს, ვმუშაობდი დარბაზში და ვიბრძოდი ფეხბურთში ჩემი მომავლისთვის. შემდეგ თვრამეტწლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს. ტურნირზე საფრანგეთში ვთამაშობდი, რომელსაც ევროპული კლუბების სკაუტები ესწრებოდნენ. ჩემი გამოსვლა რეინჯერსის წარმომადგენელს მოეწონა და უკვე 19 წლის გლაზგოში აღმოვჩნდი.
ჯენარო გატუზოს ინტერვიუ ჟურნალ Four Four Two-სთან

გლაზგოში პირელად მივხვდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი. პერუჯაში ვერ ვიშორებდი გრძნობას, რომ გავიდოდი მოედანზე და შეცდომას დავუშვებდი. ფეხები მიკანკალებდა და ემოციები მჯაბნიდნენ, მაგრამ შოტლანდიაში ყველაფერი შეიცვალა. მივხვდი, რომ შემეძლო სამუშაოს ძალიან მაღალ დონეზე შესრულება. გამიმართლა ისეთ ბრწყინვალე ფეხბურთელებთან ერთად თამაში როგორებიც იყვნენ: ბრიან ლაუდრუპი, იონას ტერნი და პოლ გასკოინი.

გასკოინი არ იყო მისაბაძი მაგალითი ყოველდღიურობაში, მაგრამ ხშირად მეხმარებოდა რჩევებით. პოლის წყალობით მალე გავშინაურდი გლაზგოში. გასკოინი ცნობილია თავისი შაყირებით. მაგალითად გუნდში მისვლა იმით მომილოცა, რომ ჩემს გეტრებში მოისაქმა, მაგრამ მან ბევრი კეთილშობილური საქციელიც ჩაიდინა, როგორსაც ბევრი ვერ გააკეთებდა.

რეინჯერსში იყო წესი, რომელიც ჯერ კიდევ ორმოცდაათიანებში შემოიღეს - ვარჯიშებზე ფეხბურთელები კოსტუმებში და ჰალსტუხებში უნდა მისულიყვნენ. თინეიჯერი ვიყავი და პიჯაკს მხოლოდ დღესასწაულებზე ვიცმევდი. პოლმა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მკერავთან წამიყვანა და მითხრა ამერჩია შვიდი-რვა კოსტუმი. მან ამისხნა, რომ კლუბი მოლაპარაკებულია მკერავთან და რომ საფასური სეზონის განმავლობაში დამექვითებოდა ხელფასიდან. ჯამში ათი ათასი ფუნტის ღირებულების ავიღე ყველაფერი.

მოგვიანებით გავიგე, რომ არანაირი მოლაპარაკება არ არსებობდა და პოლმა მომატყუა. საბოლოოდ დამეხმარა და ყველაფერი თვითონ აანაზღაურა. ასეთ გასკოინს ცოტა ვინმე თუ იცნობს. ამჟამად საქმეები კარგად არ აქვს, რადგან პრობლემები აქვს ალკოჰოლთან, მაგრამ ჩვენ მაინც ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. სამუდამოდ დავიმახსოვრებ რაც ჩემთვის გააკეთა და მინდა რომ ხალხმა იცოდეს მისი დიდი გულის შესახებ. ხო კიდევ, ბევრს გვაცინებდა - მისი ხუმრობების გამო გასახდელიდან სულ ხარხარის ხმა გამოდიოდა.

რეინჯერსში თავს კარგად ვგრძნობდი. ძალიან მომეწონა სელტიკთან დერბის ვნებათა ღელვა. ეს იყო მატჩები, რომლებიც ფეხბურთიდან ძალიან შორს მიდიოდნენ. ადგილობრივი ფეხბურთელებისთვის, მაგალითად ალი მაკოისთვის, ეს თამაშზე მეტი იყო. მახსოვს როგორ მესაუბრა უოლტერ სმიტი დერბიმდე რამდენიმე კვირით ადრე. ყოველ დღე ერთ და იგივე: "ძალიან გთხოვ რინო, არ გამხეცდე. არ აიკიდო ბარათი ადრეულად!" დაიწყო თამაში და უკვე მეოცე წამზე გამაფრთხილეს. შესვენებაზე გასახდელში გაბრაზებული შევედი, ვურტყავდი კარებს და წარბი გავიხეთქე. ვითხოვდი შეცვლას, რადგან მხედველობა გამიჭირდა, მაგრამ სმიტმა თვა, რომ ჭრილობა შეეკერათ. ასეთი იყო ფეხბურთი რეინჯერსში.

რეინჯერსთან კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს ვატარებდი ჯვარს, რომელიც დედამ მაჩუქა. ყველანი უცნაურად მიყურებდნენ. მე კი გულუბრყვილო, ვერაფერს ვხვდებოდი. კათოლიკებზე და პროტესტანტებზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ არავის არასდროს არ უთქვამს ჩემთვის ჯვარი მოიხსენიო. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა კლუბის მენეჯერი დიკ ადვოკატი იყო, რადგან დაცვაში მარჯვნივ მხედავდა, რაც ბუნებრივია მე არ მომწონდა.

ფეხბურთელობის დროს არასდროს არ ვუყურებდი მატჩის ჩანაწერებს. ეხლა კი რომ ვუყურებ, როგორ გამოვდიოდი მწყობილებიდან მე თვითო მიკვირს: "ეს მე ვარ? ეს მე ვქენი? საკუთარ თავს ვერ ვცნობ. ვუყურებ ფოტოს, სადაც ჯო ჯორდანს ვახრჩობ, ხელზე კი კაპიტნის სამკლაური მაქვს და არ ვიცი ვიცინო, თუ ვიტირო.
ჯენარო გატუზოს ინტერვიუ ჟურნალ Four Four Two-სთან

იგივე შემიძლია ვთქვა კადრებზე სადაც რონალდოს ვუყვირი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, მილანურ დერბიში. ან კიდევ აიაქსთან მატჩის დროს იბრაჰიმოვიჩთან კონფლიქტი.
ჯენარო გატუზოს ინტერვიუ ჟურნალ Four Four Two-სთან

როდესაც ზლატანი მილანში მოვიდა, ერთმანეთს ერთი დანახვით გავუგეთ. ეს საკმარისი იყო, რათა მივხვედრილიყავით, რომ ერთნაირები ვიყავით. განსხვავებული ფეხბურთელები, თუმცა ფეხბურთის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულების მქონენი.

როცა თამაშობ იცი, თუ ვინ თამაშობს განზრახ უხეშად, ვინ არის ზედმეტად აგრესიული. მოედანზე არასოდეს გავსულვარ ვინმესთვის დაზიანების მისაყენებლად. ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, რომ ნებისმიერ ფასად დავუფლებოდი ბურთს. ეს იყო ჩემი მოვალეობა ყოველთვის.

თუ მოედანზე არაფერი გამომდიოდა, პირველ რიგში იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ დავხმარებოდი კარლო ანჩელოტის. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წვრთნიდა მილანს და ჩემთვის იგივე მამად იქცა. შეუძლებელია არ გიყვარდე ის, რადგან შესანიშნავი ადამიანია, უნიკალურია. კარლო არასდროს არ ბრაზდება. ჩვენი წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ანჩელოტი შვიდი წელი გვწვრთნიდა და ისე კარგად ვიცნობდით, რომ ერთი ოჯახი გავხდით.

მისი აღმოჩენებიდან ერთ-ერთი საუკეთესო, ჩემი და ანდრეა პირლოს დუეტია. დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვთამაშობდით ნაკრებშიც, დაწყებული ახალგაზრდულიდან, თუმცა ის ყოველთვის შემტევი ნახევარმცველი იყო. ანჩელოტიმ ის ჩემთან ახლოს, სიღრმეში დააყენა. ანდრეა წარმოუდგენელი ფეხბურთელია, მას ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში. წარმოუდგენელი ტექნიკა და ოსტატობა ჰქონდა, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ მას სირბილი მთელი დღის განმოვლობაში შეეძლო. ის არასდროს იღლებოდა, თუმცა მე რათქმა უნდა თავიდან ვარიდებდი რამდენიმე კილომეტრით მეტის გარბენის აუცილებლობას. ძალიან გამიმართლა, რადგან მის გვერდით მომიწია თამაში. თუ რამე არ გამოგვდიოდა, უბრალოდ პირლოსთვის უნდა მიგვეცა ბურთი. რათქმა უნდა მე უფრო გამიჭირდებოდა მის გარეშე თამაში, ვიდრე მან უჩემოდ.

თუ ანდრეას იცნობთ, შესაძლოა ფიქრობთ, რომ ის მშვიდი და სერიოზული პიროვნებაა, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან ცდებით. პირლო მხიარული და ხუმარაა. მასთან ერთად ვახშმის შემდეგ დროს ტარება განსაკუთრებით სასიამოვნოა.

ხშირად მეკითხებიან მის ავტობიოგრაფიაში მოყოლილი ისტორიების შესახებ. დამიჯერეთ იქ ჩადენილის 10%-ც კი არ წერია. ვერ წარმოიდგენთ ერთად გატარებული ათი წლის განმავლობაში რამდენი სილა მაქვს მისთვის გარტყმული. თითოსთვის ერთი ცენტი რომ მოეცათ, ეხლა მილიონ დოლარზე მეტი მექნებოდა. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემს გაბრაზებას, რა ძალიან ადვილია. სერიოზული წყვილი ვიყავით: მე სულ ვნერვიულობდი, ის კი სულ მშვიდად იყო.

2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ, მატჩამდე, ყველა ნაყინს მიირთმევდა, მე კი თეთრ ბრინჯს. "ბიჭებო ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და მობილიზებულები იყავით ძალიან გთხოვთ!" - წარმოგიდგენიათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის დიეტა. მასიმო ოდოს გაეცინა: "კარგი რა. ეს უბრალოდ ნაყინია, ჩვენც შენნაირი გიჟები კი არ ვართ." ამან მართლა გამაღიზიანა, თავი ვერ შევიკავე და ჩანგალი პირდაპირ ფეხში ჩავარჭე. ოდო გაფრთხილებული მყავდა და მან იცოდა რომ რისკავდა. თუ თავი ხუმარად მოგაქვს და მამწარებ, მზად იყავი ჩანგლისთვის. ის კი არ ჩერდებოდა და გამოიწერა.

კიდევ ერთი ისტორია 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მოხდა. დასრულდა ვარჯიში ბაზაზე და ფიზიოთერაპევტთან წავედი. ამ დროს პირლო და დე როსი ჩემს ოთახში შეპარულან და დამალულან: ერთი კარადაში და მეორე ლოგინის ქვეშ. იდიოტები სამი საათი მელოდებოდნენ, ისე უნდოდათ ჩემი შეშინება. მე დაახლოებით 23:00 საათზე დავბრუნდი და დაძინებას ვაპირებდი, როცა გამოცვივდნენ სამალავებიდან და ისე შემაშინეს კინაღამ ჩავისვარე. მომიწია კარის ჩაკეტვა და მათი კარგად მიტყეპვა.

ბრწყინვალე მოგონებები მაქვს ნაკრების მაისურში. ბავშვობაში ვოცნებობდი მილანში მეთამაშა და ჩემპიონთა ლიგა მომეგო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ფიქრსაც კი ვერ ვბედავდი. მონაწილეობის მიღება კი, მაგრამ მოგება? დიდი ხნის განმავლობაში არ მჯეროდა რომ მოვიგეთ. გერმანიასთან ნახევარფინალამდე არც კი წარმოგვედგინა, თუ რა ხდებოდა იტალიაში. ჩვენ შეურაცმყოფელი შეძახილების ფონზე გავემგზავრეთ. ამას მოჰყვა კალჩოპოლის სკანდალი... და უცებ ჩვენ თავს ზევით ვწევთ თასს და ნაციონალური გმირები ვხდებით. წარმოუდგენელია.

ჩვენ ძალიან ბევრი გვმართებს მარჩელო ლიპის. ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, მთელმა გუნდმა ვიცოდით, რომ ის წავიდოდა მიუხედავად ფინალის შედეგისა. მას ანადგურებდნენ პრესაში, რადგან მისი ვაჟი იყო გარეული კალჩოპოლიში. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო მისთვის. ასე რომ ფინალის შემდეგ მე ის უნდა გამემხნევებინა, ისიც კი უნდა მეცადა რო დარჩენაზე დამეთანხმებინა. ვიდეო ჩამაწერში კარგად ჩანს, თუ როგორ ვეხუტები მისტერს.
ჯენარო გატუზოს ინტერვიუ ჟურნალ Four Four Two-სთან

მაგ მომენტში უკვე საცვლებში ვიყავი, რადგან როცა ჩვენი წარმატების აღსანიშნავად გავიქეცი, შორტები გამძვრა. და რა დავინახე, როცა როგორც იქნა ჩვენი ტრიუმფის მომენტს ვუყურებდი? ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წუთებში, ვდგევარ საცვლებში და ვეკამათები სათადარიგოთა სკამს, რომელსაც ჩემი შორტები წამოედო.

მენატრება თუ არა ფეხბურთის თამაში? არა, საერთოდ არა. მე იმაზე მეტი გავეცი, ვიდრე მივიღე. ეგ იყო ჩემი გატაცება. ათჯერ იმაზე მეტი ჩავდე, ვიდრე მოვიგე.

ერთხელ, კატანიის წინააღმდეგ მატჩში, მეხუთე წუთზე მუხლის მყეესი დავიზიანე, მაგრამ თამაში გავაგრძელე. ვგრძნობდი, რომ რაღაც მწყობრში ვერ იყო, მაგრამ იმდენად ხშირად მირტყავდნენ ფეხებში, რომ მიჩვეული ვიყავი. მე მზად ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა მილანისთვის. არასდროს არ ვისვენებდი და შედეგიც სახეზეა. შეხედეთ ჩემს ხელს, ის არასწორი ფორმისაა. მე მეუბნებოდნენ, რომ საჭირო იყო ოპერაცია და აღდგენას ორი თვე დასჭირდებოდა, მაგრამ უკვე ოთხი დღის შემდეგ გიფსი მოვიშორე, რათა ისევ მეთამაშა. ორი წლის მანძილზე, ყოველი პატკატის შემდეგ სახსრის თავის ადგილზე ჩასმა მესაჭიროებოდა.

იცით რა მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად? ყველაფერს, ყოველთვის ნათლად ვხედავდი. თუ ვცდებოდი, ვიხდიდი ბოდიშს და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე ვიღებდი. ეხლაც ეგეთი ვარ. მწვრთნელი ვარ და ისევ იმ გრძნობებს განვიცდი. გავხდი მეტად მშვიდი, მაგრამ თუ ვინმე მღვდლობას მომთხოვს, ვუპასუხებ: "მაპატიე, მაგრამ ეს გრძნობა მომწონს და მის გარეშე არ შემიძლია". dle


14

11 თებერვალი 2018 21:06

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2
მაგარი სტატიააა ავტორ

13

10 თებერვალი 2018 22:20

  • ჯგუფი: ჟურნალისტი
  • |
  • სიახლეები: 133
  • |
  • კომენტარები: 60
მადლობა ყველას და არ დაიზაროთ წაიკითხეთ. )))

12

10 თებერვალი 2018 17:23

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2199
ყოჩაღ ავტორ. შენს გაძლებას და ნერვებს. დაჟე ბოლომდე წაკითხვაც კი დამეზარა

11

10 თებერვალი 2018 16:23

  • ჯგუფი: ადმინისტრაცია
  • |
  • სიახლეები: 177
  • |
  • კომენტარები: 891
ყოჩაღ ზურა! შესანიშნავი სტატიაა. აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე!

10

10 თებერვალი 2018 12:30

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 666
ძალიან კარგი სტატია საგოლ ავტორს

9

10 თებერვალი 2018 11:31

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 1
  • |
  • კომენტარები: 331
გატუზოზე შრომისმოყვარე ფეხბურთელი იშვიათად შეიძლება მოიძებნოს...მილანის ნამდვილი ლეგენდაა, არასდროს უღალატებს...იმედია პირლოს იუვეში გადასვლის მერე უფრო მეტს ურტყავს რინო...

8

10 თებერვალი 2018 11:21

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 207
ჯენარო ახლა როგორც მწვრთნელი უნდა გახდეს მილანის ლეგენდა.იქნებ და მილანში ისწავლოს და ჩამოყალიბდეს როგორც მწვრთნელი

მაგრამ ისევ თუ მექსიკელი ერერას და ბილიას დონის ფეხბურთელები მოუყარეს არც ერთი მწვრთნელის ხელში არ აქვს მილანს მომავალი და დავრჩებით რომას დონეზე,რომელიც სერიას დაწყებამდე ფავორიტია და ბოლოს ლიგის ზონით ჯერდება

7

10 თებერვალი 2018 06:52

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4042
Kargi namushevaria, yochag avtor

6

10 თებერვალი 2018 02:19

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2252
ასეთი ფეხბურთელი აღარ დაიბადება აწი.. უნიკალური ფეხბურთელი და პიროვნება.. გიჟი მილანისტა და კაცი კაცური.. გენაცვალე რინო <333

ავტორს დიდი მადლობა
-----------------------
"We are a team of devils. Our colours are red as fire and black to invoke fear in our opponents."

5

10 თებერვალი 2018 02:00

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3958
საღოლ ავტორს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 13
რეგისტრირებული: 0
სტუმარი: 13