ოფიციალურად: მილანის ტექნიკური სპონსორი პუმა გახდა » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: მილანის ტექნიკური სპონსორი პუმა გახდა

მილანი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ მომდევნო სეზონიდან კლუბის ტექნიკური სპონსორი პუმა იქნება.


გასული წლის ოქტომბრიდან იყო საუბრები იმის შესახებ, რომ მილანი ადიდასთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ პუმასთან გააფორმებდა ხელშეკრულებას. შეთანხმების დეტალები არ ვრცელდება, თუმცა საუბრობენ რომ კლუბის შემოსავალი წელიწადში 10-15 მლნ. ევროს შეადგენს.

კლუბის ოფიციალური საიტზე არსებულ განცხადებაში წერია: «2018 წლის 1 ივლისიდან პუმა გახდება ჩვენი ოფიციალური პარტნიორი, გლობალურად ტექნიკური მიმწოდებელი და ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორი.»

მილანის გენერალური დირექტორის მარკო ფასონეს კომენტარი: «მოხარული ვარ გამცნოთ, ჩვენი და პუმას თანამშრომლობის შესახებ, რომელთანაც სპორტისა და ფეხბურთის ფასეულობების პატივისცემა და ვნება გვაერთიანებს. ისინი მსხვილ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენენ და მომდევნო სეზონები ჩვენ ერთად განვაგრძობთ სვლას ჩვენს სტრატეგიულ გზაზე, რათა მივაღწიოთ ახალ ექსტრაორდინალურ მიზნებს როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.»

პუმას გენერალური დირექტორის ბიორნ გულდენის კომენტარი: «მილანთან თანამშრომლობით ძალიან ვამაყობთ. ფეხბურთის ისტორიაში ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია. მილანი და მისი გულშემატკივარი ფეხბურთის ჭეშმარიტი ხასიათოს დემონსტრაციას ახდენენ. თუ "როსონერის" მაისურზე შემეკითხებით, გიპასუხებთ რომ, ის ერთ-ერთი საკულტო მაისურია მსოფლიო ისტორიაში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ლეგენდარული კლუბის ახალ თავს პუმასთან ერთად.» dle


15

12 თებერვალი 2018 22:39

  • ჯგუფი: მთავარი მოდერატორი
  • |
  • სიახლეები: 355
  • |
  • კომენტარები: 1459
Ex ligaze ra jaxebi gvelodeba...da damekarga mainc mughami ligis ra....ise aghar veki...rodis dabrundeba milani....rom isev ertis ambit velodo samshabat-otxshabats

14

12 თებერვალი 2018 21:50

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4042
Karg formebs keravs puma, momwons pumas firmis damzadebuli maisurebi, adidasi kargi iyo magram ar isurva milantan tanamshromloba da wavides tavis gzaze, pumas araferi daewuneba

13

12 თებერვალი 2018 21:45

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 521
ეჰ ჩემო ბიჭებო, ერთი მილანი თავის ჩვეულ სიმაღლეზე დააბრუნა და ერთ კაი სუფრას ვკისრულობ ბათუმში, მაგის ღმერთი არ იყოს.

12

12 თებერვალი 2018 20:53

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 119
მილანელებო, ვისურვებ მალე ადიდასი გვეხვეწებოდეს დაბრუნებას ჩვენთან. არ ვიცი რანაირად მოხდება, მაგრამ მჯერა რომ მილანი დიდებას დაიბრუნებს

11

12 თებერვალი 2018 20:52

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2252
https://www.youtube.com/watch?v=5-LJgmQmQgk ეს გამახსენდა უცებ :D :D :D
-----------------------
"We are a team of devils. Our colours are red as fire and black to invoke fear in our opponents."

10

12 თებერვალი 2018 19:59

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1023
გინდა ადიდასი ეცვათ და გინ პუმა მთავარია მოგებები დაიწყონ და რას დავეძებ!!!

9

12 თებერვალი 2018 19:45

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 600
ჩინეთში კომუნიზმია გაქანებული და ადიდასი ეწინააღმდეგება მგონი მაგათ

8

12 თებერვალი 2018 18:23

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 84
აუ უნდერმა რაითამაშა გუშინ თან სულ 20 წლისაა დაგვათრევია მაგი ერთი,
ვარსკვლავი გახდება

7

12 თებერვალი 2018 17:56

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 2
  • |
  • კომენტარები: 671
მთავარია ლამაზი მაისურები შეკერეთ აბა ჰე აბა ჰოოო

6

12 თებერვალი 2018 17:27

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2199
ადიდასიდან პუმაზე გადასვლა ცოტა არ იყოს ტეხავს მაგრამ რას ვიზამთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 12
რეგისტრირებული: 0
სტუმარი: 12