წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


ვენგერი: "რას ვურჩევ გატუზოს? მე უფრო მჭირდება მისგან რჩევა"
ავტორი: Sopo
  • დღეს გაიმართება ევროპის ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა, სადაც "მილანი" საკუთარ მოედანზე "არსენალს" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლონდონური კლუბის თავკაცს, არსენ ვენგერს ჰკითხეს, რა რჩევას მისცემდა მის მილანელ კოლეგა ჯენარო გატუზოს, რაზეც ფრანგმა უპასუხა:

    "გატუზოს რჩევას არ მივცემ, მას ისედაც დიდი გამოცდილება აქვს. ჩემი საქმეები არც ისე კარგად მიდის, ამიტომ მე უნდა ვთხოვო მას რჩევა.

    იმედი მაქვს, რომ მხითარიანი წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. იტალიელებთან დაპირისპირება რთული იქნება, რადგან "მილანი" საკმაოდ კარგ ფორმაშია",
    - განაცხადა ვენგერმა.

    შეგახსენებთ, რომ მატჩი "მილანსა" და "არსენალს" შორის დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება და შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, ჩვენს საიტზე შემოგთავაზებთ.скачать dle 11.3
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.