წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


გატუზოს "იუვენტუსთან" მატჩისწინა პრესკონფერენცია...
ავტორი: FARAONE
  • "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა.

    "ჩვენ ვიცით რომ ვუპირისპირდებით პირველი კლასის გუნდს, რომლის საკუთარ კედლებშიც დამარცხება ძალიან რთულია, თუმცა მთავარია სწორად ვიმოქმედოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ, ასეთი სწორი მიდგომით კი დარწმუნებული ვარ "იუვენტუსს" საფრთხეს შევუქმნით.

    აუცილებელია გუნდურად თამაში. მე გაზეთებში წავიკითხე ფეხბურთელების კომენტარები, რომლებიც თავიანთი გოლების გატანაზე საუბრობენ (კესის და კუტრონეს ინტერვიუ) და ეს სწორად არ მიმაჩნია. ჩვენ მეტი მოკრძალება გვმართებს.

    დერბი? ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ და ამის შემდეგ მოვახდენთ ორიენტაციას შემდეგ მატჩზე. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. წარმატების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს, რაც რამდენიმე კვირის წინ არ გვქონდა.

    "მილანში" გადმოსვლის შემდეგ, ბონუჩი პირველად დაბრუნდება ტურინში. ნორმალურია, რომ ის განსაკუთრებულად განიცდის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაპირისპირებას, თუმცა მე ვესაუბრე მას და თავს საკმაოდ მშვიდად და მობილიზებულად გრძნობს.

    ახალი კონტრაქტის გაფორმება? ამის შესახებ ბევრი საუბარი მიმდინარეობს და როცა ხელის მოწერა გარდაუვალი იქნება, ამის შესახებ კლუბი გამოქვეყნებს ოფიცილურ ინფორმაციას. ჩემი პრიორიტეტი არის გუნდი და შემდეგ სხვა დანარჩენი.

    კონტი? მის დაზიანებასთან მიმართებაში სწორად ვიქცევით, საჭიროება არ ითხოვს სიჩქარეს და ზედმეტ რისკს. ის ახლა აშშ-ში იმყოფება და ვნახოთ რა ტიპის ოპერაცია დასჭირდება. ფეხბურთელს ძალიან უნდა თამაში, ვნახოთ რა იქნება.

    კალინიჩმა "მილანელოზე" ვარჯიში განაახლა. პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს, ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენი გუნდისთვის. ანდრე სილვა? ის ჩემი თავის ტკივილის მიზეზია, ისევე როგორც კუტრონე, ამიტომ გადაწყვეტილებას ბოლო წუთს მივიღებ, თუ ვინ ითამაშებს სასტარტოში",
    -დაასრულა გატუზომ.скачать dle 11.3
    # 1
  • გასულია
  • 31 მარტი 2018 22:07
    kutrone dzalian kargia magram silva dziritadshi rino es iuvea beberi dzukna
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.