ჯენარო გატუზოს პრეს-კონფერენცია "ნაპოლისთან" მატჩამდე

როგორც იცით, ხვალ ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, რომელშიც "მილანი" ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, "ნაპოლის" შეეჯიბრება და შეეცდება, რომ ჩემპიონობის შანსები თითქმის ნულის ტოლამდე დაუყვანოს, თავად კი "ჩემპიონთა ლიგისკენ" გაიკვალოს გზა. მატჩამდე 1 დღით ადრე, ჯენარო გატუზო პრეს-კონფერენციას მართავს.


"ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მკვლელები უნდა ვიყოთ და მეტოქეს საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ რამე დაგვაკლონ. მე არ ვიყავი ის ფეხბურთელი, რომლის ყურებაც სასიამოვნო იყო, თუმცა მე ვიყავი ის, ვინც ვიყავი და ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ჩვენ საკმაოდ თანმიმდევრულად ვთამაშობთ და ბურთიც გვიჭირავს, თუმცა შეტევაში მეტი თავდაჯერებულობა გვმარღებს."

"დავიღალეთ? არა! ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მართალია, ჩვენ ვითამაშეთ ზედიზედ ორი ფრე და ჩამოვშორდით "ჩემპიონთა ლიგის ზონას", თუმცა თავის დახრის უფლება რ გვაქვს."

"ისეთ მწვრთნელებთან დაპირისპირებისას, როგორებიც არიან: სარი, დი ფრანჩესკო, ალეგრი... მხოლოდ რიამეს სწავლა შეიძლება და სწორედ ამას ვაკეთებ მეც. ჩვენ ვიცით, თუ როგორ თამაშობს "ნაპოლი". ისინი მეტოქეზე ზეწოლას ახდენენ და არ აძლევენ საშუალებას ბურთი დაიჭირონ და შეუტიონ მათ. თუმცა ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და ყველაფერი ჩვენს საიკეთოდ დავასრულოთ. გვინდა შედეგი? მაშინ უნდა გავაკეთოთ ეს!"

"მე პატივს ვცემ იმას, რომ "ნაპოლის" ბურთი უჭირავს და უმეტეს დროს შეტევაში ატარებენ.. ამავე დროს კი, მათ არ ავიწყდებათ დაცვა და უკანა ხაზშიც შესანიშნავად თმაშობენ. ამას მოხერხება ჭირდება."

"მე და სარის შორის რაღაც მსგავსება ნამდვილად არის, თუმცა არ დავასახელებ რა. სარი არის გაწონასწორებული, თავდაჯერებული და პროფესიონალი. ის არის ნამდვილი მაესტრო და ნოვატორი ფეხბურთში. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი მწვრთნელია."

"სარის გუნდს მხოლოდ ერთხელ ვეთამაშეთ, როდესაც "პალერმოს" ვწვრთნიდი, ის კი "ემპოლის" დამრიგებელი გახლდათ. მისგან ბევრს ვსწავლობ. ჩემთვის დიდი პატივია მასთან შეხვედრა და მის გუნდთან დაპირისპირება."

"ბონუჩის და რომანიოლის არ ყოფნა? რა თქმა უნდა, ისინი ძალიან დაგვაკლდებიან, თუმცა ჩვენ გვყავს სხვა მცველებიც. კრისტიან ზაპატა, რომელიც მალე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს და მატეო მუსაკიო, რომელიც დიდი პროფესიონალია და მას მე ბოლომდე ვენდობი. მე მჯერა მათი, მათ კი სჯერათ ჩემი."

"ანდრე სილვა, პატრიკ კუტრონე და ნიკოლა კალინიჩი - ისინი 100%-ით მზად არისნ სათმაშოდ! სუსო? მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ისიც მზად არის."

"დონარუმა? მე მისით ვამაყობ! ის მე-100 მატჩს გამართავს სერია ა-ში და მას ამის გასაკეთებლად სულ 2 წელიწად ნახევარი დასჭირდა. ჯიჯის სურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდეს და ჩვენ გვჯერა ამის."

"რეინა? ამ თემას არ შევეხები! ჩვენ "მილანზე" ვფიქრობთ. კარში დონარუმა გვიდგას და ეს ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია. რეინა "ნაპოლის" ღირსებას იცავს, ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ პეპე ჩვენი მოწინააღმდეგეა. მოვა ის ჩვენთან? მოვიდეს, მას კარგად და თბილად შევხვდებით, თუმცა ამჟამად ამაზე არ ვფიქრობთ."

"როდესაც ვიდეოებს ვუყურებ, სადაც მე განრისხებული ვარ და ცუდად ვიქცევი მოედანზე, ძალიან მრცხვენია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ჩემს შვილთან ერთად ვაკეთებ."

"ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოიყენებენ ვიდეო განმეორებას? ხომ არიან არბიტრები მოედანზე? რატომ არ შეიძლება, იყვნენ ისინი მოედნის მიღმა? ძალიან ცუდია, რომ "ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეო განმეორება არ არის, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია."
- დაასრულა ჯენარო გატუზომ.

წყარო იხილეთ აქ! dle


24

15 აპრილი 2018 14:21

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 23
ციტატა: GI2GI
შანსი არის, აგერ ინტერმაც დაკარგა ქულები ატალანტასთან, მაგრამ მილანიც ტეხავს მოსაგებ თამაშებს



აუ კაი რა რა შანსია ტო სასუოლოს ვერ მოვუგეთ და ნაპოლის მოვუგებთ?

23

15 აპრილი 2018 12:07

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 768
შანსი არის, აგერ ინტერმაც დაკარგა ქულები ატალანტასთან, მაგრამ მილანიც ტეხავს მოსაგებ თამაშებს

22

15 აპრილი 2018 11:04

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 147
არანაირ შანს აღარ გვიტოვევენ მოეშვით რაა ამ ოცნებებს , მე აღარ მჯერა ამათი 100% მისაგები თამაში გატეხეს სასულოსთან რაგაზე ლაპარაკობთ ვსო . სუ რაგაც რამდენიკე ტურიღა დარჩაა ეხა რო მოინდომონ და 1 ქულა დაკლდეთ ლიგაზე გასასვლელადდ თუ საგინებლები არ იყვნენ უფრო და დედისტ... დასაფარებლები. აღარ გვჩირდება ამათი სულისკვეთება ეხა ითხარონ ტრაკში . ეს ფაფხურაა ნახევარდაცვაა და თავდასხმა როდემდე უნდა გყვავდეს

21

15 აპრილი 2018 10:37

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 559
Goga1987
იმიტომ რომ როცა გატუზოა ტრენერი ყოველთვის მჯერა რომ გუნდი ბოლომდე დაიხარჯება. და ბოლომდე თუ დაიხარჯები იქნებ იღბალმაც შენს მხარეს გადმოინაცვლოს.

მონტელა რო იყოს ტრენერი ეს შეგრძნება არ მექნებოდა და არც მქონია სეზონის პირველ ნახევარში.
რომც წავაგოთ ბიჭების თვალებში სიამაყე უნდა ვნახოთ რო იბრძოლეს და თავი დასახრელი არ ექნებათ. ეს შეცვალა გატუზომ და იქნებ ამის ხარჯზე რაღაც გავახერხოთ

20

15 აპრილი 2018 10:36

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 64
თეორიული შანსი არი. გასაგებია ძალინ ცოთა მაგრამ არის. იმედს რაც შეეხება, სანამ ერთი პროცენტიც არსებობს, სულ მექნება იმედი!! იდეალური იქნება დღეს მოვიგოთ. რომამ კიდე მოუგოს ლაციოს. ლიგის გამო არ ვიძახი, რომა ჯობია ლაციოს შემადგენლობითაც და შემდგომში უკეთესი გრაფიკი აქვს! მოახდინონ პატარა სასწაული და გაგვახარონ დღეს ForcaMilan!!!!!!!

19

15 აპრილი 2018 10:14

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 23
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე რეალურად ვაფასებ დღეის მდგომარეობას, ინეტრისთან და სასუოლოსთან რომ ვერ მოვიგეთ მანდ დამთავრდა ყველაფერი დღე რატო გაქვთ მოლოდინი იმისა რომ ნაპოლის მოუგებთ როცა რომანიოლი და ბონუჩი არ გვყავს , შანსი არააა არანაირად

18

15 აპრილი 2018 09:05

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 448
იმედი რომ მართლაც ბოლოს კვდება რა,პატარა იმედი მაინც რომ გვაქვს გულში და სასწაულს ველოდებით.არადა ძაან ძაან სიღრმეში რომ ჩავიდეთ და რეალურად ვიფიქროთ უიმედო სიტუაციაა.იუვენტუსის გარდა ორი თამაში იყო უეჭველი მოსაგები აი უეჭველი და ვერაფერი ქნეს,არადა ყველამ გატეხა

მომენატრა მილანის ლიგის თმაშებზე
ნერვიულობა

17

15 აპრილი 2018 01:57

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4775
კაირომ შარშან ვერ მოვშველდით ბელოტიზე და მზად ვარ წელს განვიხილო მილანის წინადადებაო დდ. ეხლა აქეთ უნდა რო გაყიდოს

16

15 აპრილი 2018 01:30

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 356
ციტატა: william265
აბა ჰე...

ხვალ თუ წავაგეთ მოგივწევს ევროპა ლიგის ადგილისთვის ბრძოლა.
ნიჩია თუ ვითამაშეთ ფიორენტინა აგვასწრებს და ის ევროპა ლიგაც გაგვიჭირდება თასი თუ არ მოვიგეთ.
თ მოვიგეთ და ლიგისთვის გაბრძლება ისევ შეიძლება უკვე ერთი გატეხვაც კონკურენტისგან და კუდში ვართ ფაქტიურად.

მოგების გარდა არცერთი შედეგი არ გვაწყობს :( :(

მეშვიდე ადგილიც გადის ევროპა ლიგაზე, გამონდინარე იქიდან რო იუვე ჩემპიონთა ლიგაზეა და თასი რო მოიგოს მეშვიდე ადგილი ემატება. ანუ ევროპა ლიგაზე ყველა პონტში ვართ, პროატა ტეხავს ფიორემ რო გადაგვასწროს

15

15 აპრილი 2018 01:24

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 789
რატომგაც მგონია რო ხვალ მოვიგებთ როგორც რომას მივუგეთ და საერთოდ უკვე დაწერილი მგონია ვინ სად უნდა გავიდეს და ვინ უნდა გახდეს ჩემპიონი,იტალია მაინც იტალიაააა,ტურიდან ტურამდე ისე იავნად ცირკაჩობენ უკვე რო აშკარად შესამჩნევი ხდება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 11
რეგისტრირებული: 1
სტუმარი: 10
acmilan1212