მირაბელი გატუზოზე, ჩალჰანოღლუზე, დონარუმაზე და სატრანსფერო კამანიაზე

მილანის სპორტული დირექტორის MilanTV-სთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუ.


სქემა და თავდასხმა: «რინო 4-3-3 სქემით გააგრძელებს მუშაობას, თუმცა პატარ-პატარა ცვლილებებით. დაბრუნდება ბაკა და განვიხილავთ ორი თავდამსხმელის გაყიდვას, ერთი ტოპ ფორვარდის მოყვანამდე.»

ნახევარდაცვა: «მწვრთნელს ყველა ფეხბურთელი მოსწონს. ჩვენ გვინდა ისეთი ნახევარმცველის დამატება, რომელსაც კესიეს და ბონავენტურას თვისებები ექნება.»

დაცვის ცენტრი: «არა მგონია მანდ რამე შევცვალოთ. როდესაც რომანიოლიმ და ბონუჩიმ ვერ შესძლეს თამაში, ზაპატამ და მუსაკიომ ბრწყინვალედ ჩაანაცვლეს ნაპოლისთან მატჩში. თუ რომელიმემ თავად არ გამოთქვა წასვლის სურვილი, ჩვენ მათ არ გავყიდით.»

გულშემატკივრები: «გაოგნებული დავრჩი, თუ როგორ ახლოს იყვნენ გულშემატკივრები გუნდთან. ეს მხარდაჭერა ჩვენი ძლიერი მხარეა. არც კი ვიცი რამდენ გუნდს შეუძლია დაიკვეხნოს გულშემატკივრების ესეთი მხარდაჭერა.»

ჩალჰანოღლუ: «კარიერის მანძილზე ბევრ პოზიციაზე აქვს ნათამაშები. მისი ძირითადი პოზიცია პლეიმეიკერია, მაგრამ მას სხვაგანაც შესანიშნავად შეუძლია თამაში. გატუზოს მეტი ტაქტიკური ვარიანტები უნდა ჰქონდეს. ამ სეზონში მან ვერ შესძლო ზოგ-ზოგიერთი ჩანაფიქრის განხორციელება, რადგან მაგის დრო არ ჰქონდა.»

მირაბელი გატუზოზე, ჩალჰანოღლუზე, დონარუმაზე და სატრანსფერო კამანიაზე

სატრანსფერო კამპანია: «ფანჯარა იხურება 17 აგვისტოს, ამიტომ გვსურს გატუზოს რაც შეიძლება მალე მივცეთ გაძლიერება. 9 ივლისს შევიკრიბებით და გვსურს, რომ დაკომპლექტებული გუნდი რაც შეიძლება მალე გადავცეთ რინოს.»

ფეხბურთელების ფასები: «სატრანსფერო მარკეტი საგიჟეთად იქცა. უბრალოდ შეხედეთ ზოგიერთი ფეხბურთელის ფასს, ეგ ხომ აბსურდია. რომანიოლი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და თუ ვან დეიკში 80 მილიონი გადაიხადეს, მაშ რამდენი ღირს ალესიო?»

სატრანსფერო კამპანია: «სარისკო შენაძენების გაკეთების უფლება აღარ გვაქვს, ამიტომ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ შენაძენში. გასულ წელს კლუბმა დიდი ინვესტიციები ჩადო, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ შევძელით ყველაფრის გაკეთება ერთ სატრანსფერო კამპანიაში. ეხლა უკვე კარგი საფუძველი გვაქვს და გვჭირდება რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება.»

გატუზო: «მას, ისევე როგორც ჩვენ, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მან გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა, მაგრამ გაიყვანა იტალიის თასის ფინალში და ევროპა ლიგაზე. რინომ წარმოუდგენელი სამუშაო ჩაატარა. მის ხელში მილანის აღებულ ქულებს თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვთ, რომ მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეგვეძლო. ეს ჩვენი საწყისი წერტილი უნდა გახდეს.»

სატრანსფერო კამპანია: «ზუსტად ვიცით რა პოზიციები გვაქვს გასაძლიერებელი. ესენია: ნახევარდაცვა, ვინგერი და ძლიერი თავდამსხმელი. ჩვენ უნდა გავზარდოთ გუნდის ხარისხი, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაყრდნობით. კონტი ჩვენი პირველი შენაძენი იქნება ახალ სეზონში. აგრეთვე ვიმუშავეთ კონტრაქტების გახანგრძლივებაზე და ვთვლით, რომ კარგი ფუნდამენტი გვაქვს.»

სეზონი: «მეექვსე ადგილი ფუნდამენტალური იყო ჩვენთვის. გაზულ ზაფხულს ზუსტად ვიცოდით, თუ რისი გაკეთება გვინდოდა. არჩევანი გავაკეთეთ და მილანი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გახდა იტალიაში. გვინდოდა ნიადაგის მომზადება და ეხლა უკვე ვიცით რისი გაკეთებაა საჭირო. სწორი ფეხბურთელები უნდა შევარჩიოთ, რათა გუნდს სამომავლოდ უფრო მაღალი მიზნების დასახვა შეეძლოს.»

დონარუმა: «არა მგონია ეს ის ადგილი იყოს, სადაც ციფრებზე შეიძლება საუბარი. ჯიჯიოზე შეთავაზება არ მიგვიღია და არც მას გამოუთქვამს სადმე წასვლის სურვილი. ჯიჯო ჩვენი ძირითადი აქტივია და მასთან კონტრაქტი შარშან გავახანგრძლივეთ. უკვე დიდი ხანია, რაც ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა. თუ ის იტყვის, რომ აქ ყოფნა აღარ უნდა, მაშინ უნდა იყოს კლუბი, რომელიც გააკეთებს იმ შემოთავაზებას, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.»

მირაბელი გატუზოზე, ჩალჰანოღლუზე, დონარუმაზე და სატრანსფერო კამანიაზე
dle


53

22 მაისი 2018 23:33

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 255
Deprecated: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; ParseFilter has a deprecated constructor in /home/acm/public_html/engine/classes/parse.class.php on line 22
ციტატა: Zura_paoLO
ეხლა წავიკითხე კომენტარები. ვთარგმნი და დავერ ცოტა ხანში

გაგვარკვიეთ ძმობაში რა ხდება ლამისაა გავგიჟდე ამ უეფასაც მ....ნ ინფანტინო მაინცდამაინც რაღა ჩვენ

52

22 მაისი 2018 23:15

  • ჯგუფი: ჟურნალისტი
  • |
  • სიახლეები: 227
  • |
  • კომენტარები: 71
ეხლა წავიკითხე კომენტარები. ვთარგმნი და დავერ ცოტა ხანში

51

22 მაისი 2018 23:03

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 1
  • |
  • კომენტარები: 201
ელიოტის ვალის გამო ჩავიჭერით. ზოგადად, ძალიან დიდი გაურკვევლობაა პრეზიდენტის ფინანსური შესაძლებლობების გარშემო. ბერლუსკონიმ დააქცია მილანი, ძალიან მარტივია ამის გაგება. ჯერ გუნდს ისეთ არარეალური ფასი დაადო, არავინ არ ინტერესდებოდა წლები. თან ეს ფასი იმ ფონზე ჰქონდა, როცა საშინელ ფინანსურ მდგომარეობაში ყოფილა გუნდი, როგორც ახალი ხელმძღვანელობა ამბობს. მეორე, მიყიდა კაცს, რომელსაც უეფა ედავება იმაზე, რომ არ აქვს სასხსრები, ვალი გაისტუმროს. თან ეგ ნაგავი იმის მიუხედავად, რომ რაც კარგი გააკეთა თავის დროზე, ერთიანად გადაუსვა ხაზი, გვპირდებოდა, რომ ისეთ კაცს გადააბარებდა მილანს, რომელიც სანდო და ძლიერი იქნებოდა ეკონომიკურად. მაგაშიც ჩააჯვა! უეფას აქვს ეჭვი ჩვენს პრეზიდენზე, მაგაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს. ტფუი!

50

22 მაისი 2018 22:58

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 128
რას ქვია ევროპიდან მოგვხსნან მაგათ ხოარ აბანდალებთ

49

22 მაისი 2018 22:40

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4822
Deprecated: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; ParseFilter has a deprecated constructor in /home/acm/public_html/engine/classes/parse.class.php on line 22
ციტატა: GamBit58
ციტატა: Jaonsilio
Ramdenime milionian jarimas gamouweren da eg iqneba

ყველა სატრანსფერო ბანზე და ევროპიდან მოკვეთაზე ლაპარაკობს და არამგონია აქ რამოდენიმე მილიონზე იყოს ლაპარაკი

laparaki iyo 15 an 20 milions gadaixdis milanis xelmzgvaneloba jarimis saxit tu gegma daiwuna uefamo da vnaxot ra iqneba

48

22 მაისი 2018 22:36

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2722
ციტატა: Jaonsilio
Ramdenime milionian jarimas gamouweren da eg iqneba

ყველა სატრანსფერო ბანზე და ევროპიდან მოკვეთაზე ლაპარაკობს და არამგონია აქ რამოდენიმე მილიონზე იყოს ლაპარაკი
-----------------------
"We are a team of devils. Our colours are red as fire and black to invoke fear in our opponents."

47

22 მაისი 2018 22:34

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4822
Ramdenime milionian jarimas gamouweren da eg iqneba

46

22 მაისი 2018 22:33

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5193
უეჭველი დაგვსჯიან და ისე მწარედ დაბლოკეს გეგმა 20 მილიონზე ვინღა გადაგვატარებს რო გვიხაროდა. ყველაზე უიღბლო გუნდის ფანები ვართ მოკლედ რა

45

22 მაისი 2018 22:29

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2722
ოფიციალური წერილი არის მოსული უეფასგან რომ მათ უარყვეს მილანის შემოთავაზებული გეგმა და ახლა ივნისში გადაწყვეტენ თუ როგორ დაისჯება გუნდი
-----------------------
"We are a team of devils. Our colours are red as fire and black to invoke fear in our opponents."

44

22 მაისი 2018 22:29

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 154
Deprecated: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; ParseFilter has a deprecated constructor in /home/acm/public_html/engine/classes/parse.class.php on line 22
ციტატა: GamBit58
ციტატა: james10
Dimarciom tu dacera?

კი

მაშინ ცუდათაა საქმე

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 22
რეგისტრირებული: 1
სტუმარი: 21
giga1987