RAI: ვის მფლობელობაშია «მილანი» რეალურად?

როგორც იცით, გასული წლის აპრილში ჩინელმა ბიზნესმენმა სილვიო ბერლუსკონისგან იყიდა «მილანი» 740 მლნ. ევროდ, თუმცა ამ თანხის გადახდა ამერიკული ჰეჯ-ფონდის ელიოტ მენეჯმენტისგან აღებული 303 მლნ. ევროს ოდენობის კრედიტით შეძლო.


საკმაოდ მაღალი, 11 პროცენტიანი განაკვეთით, კრედიტის დასაფარი თანხა 380 მლნ. ევროს შეადგენს, რომელიც ოქტომბერში უნდა იქნეს გასტუმრებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ელიოტი ფაქტიურად მილანის ახალი მფლობელი გახდება.

უეფამ გამოთქვა აღშფოთება, იონგჰონგ ლის ფინანსური სტაბილურობის მიმართ და განაცხადა: «რჩება ოქტომბეში გასასტუმრებელი სესხის რეფინანსირებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა.»

Rai 3-ის საგამოძიებო პროგრამა ორშაბათს საღამოს 21 წუთიანი მოხსენებით იუწყება, რომ ჩაატარეს კვლევა და რომ გაურკვეველია, თუ საიდან მოდის ეგ ფული.

დღეს იონგჰონგ ლის უნდა უზრუნველყო კლუბი 10 მლნ. ევროთი, რომელიც მან ლუქსემბურგიდან ჩარიცხა. ლი ყოველთვის უარყოფდა რაიმე სახის ფინანსურ არასტაბილურობას.

ზემოთ ხსენებული საგამოძიებო პროგრამა ბოლომდე მიჰყვა კლუბის შესაძენად გადახდილი ფულის კვალს და აღნიშნა, რომ ეს თანხა სხვადასხვა ოფშორულ ანგარიშებს და კომპანიებს ეკუთვნის ლუქსემბურგში, კაიმანის კუნძულებზე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და გერნზის კუნძულებზე.

საგამოძიებო პროგრამის ორგანიზატორებმა New York Times-ის რეპორტიორებთან ერთად რამდენიმე ფინანსურ ანალიტიკოსსაც მიმართეს, რომლებიც იონგჰონგ ლის ბიზნეს შტაბს ეწვივნენ და სადაც გამოსახლების განცხადების მეტი არაფერი დახვდათ.

«იბადება კითხვა: რატომ მოდის ეს ფული ისეთი იურისდიქციიდან, რომელიც ანონიმურობის გარანტიაა? პასუხი კი ასეთია: იმიტომ, რომ ვიღაცას სურს ანონიმად დარჩენა.» - განაცხადა ფულის გათეთრების ექსპერტმა ჯან გაეტანო ბელავიამ.

ფინანსური გაზეთი Il Sole 24 Ore-ს რეპორტიორმა კარლო ფესტამაც იგივე დასკვნა გააკეთა: «არავინ იცის, ვინ ფლობს მილანს რეალურად. ფაქტია, რომ მილანის ხელისუფლებამ Banca d’Italia-სგან მიღებული მინიშნების შემდეგ დაიწყო გამოძიება, რათა გაერკვიათ თუ საიდან მოდის ეს ფული.»

ელიოტისგან აღებული კრედიტის შემდეგ რამდენიმე თვეში, იონგჰონგ ლიმ აიღო კიდევ ერთი დამატებითი 8,3 მლნ. დოლარის ოდენობის კრედიტი კომპანიისგან Teamway, რომელიც კაიმანის კუნძულებზეა დაფუძვნებული.

Webbsite.com-ის დამოუკიდებელმა ფინანსურმა ანალიტიკოსმა დევიდ უებმა განაცხადა: «თავდაპირველი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 14 პროცენტს და ეხლა ეს მაჩვენებელი 24-მდე გაიზარდა, რაც ბატონი ლის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს, რადგან მან სხვა უფრო სარფიანი დაფინანსების საშუალება ვერ მონახა.»

დასკვნა განსაკუთრებით დამაინტრიგებელია მილანის შეძენის საქმეში კომპანია Blue Skye-ს მონაწილეობის გამო, რადგან მისი მფლობელები ჯანლუკა დ'ავანზო და სალვატორე სერჩიონე იმყოფებიან ლონდონში და აქვთ მყარი კავშირი «როსონერის» ყოფილ მფლობელთან სილვიო ბერლუსკონისთან. ისინი აგრეთვე შედიოდნენ კომპანია SOPAF-ს დირექტორთა საბჭოში, მილანის ყოფილ გენერალურ დირექტორთან ადრიანო გალიანისთან ერთად.

მილანი გაიყიდა იმ დროს, როდესაც ბერლუსკონის კომპანია Fininvest ცდილობდა თავიდან აეცილებინა კომპანია Vivendi მიერ ჩაყლაპვა.

დასკვნაში აგრეთვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ისინი არაერთხელ შეეცადნენ მარკო ფასონესთან ინტერვიუს ჩაწერას, რისი ორგანიზებაც მოხდა, მაგრამ შემდეგ ბოლო წუთს გაუქმდა.

«კლუბის შეძენას თან ახლავს ანომალიები. ბატონმა ლიმ მრჩევლებად Rothschild აიყვანა, რომლის ვიცე-პრეზიდენტი ლონდონში პაოლო სკარონი სილვიო ბერლუსკონის ერთგული თანამშრომელი გახლავთ, ადამიანის, რომლისგანაც ის კლუბს ყიდოლობდა.» - განაცხადა წამყვანმა სიგფრიდო რანუჩიმ.

«ჩვენ ვთხოვეთ იონგჰონგ ლის და სკარონის განმარტება, მაგრამ მათ ჩვენთან საუბარი არ მოისურვეს. ორმა ნეაპოლელმა ფინანსისტმაც, რომელთა დახმარებითაც მოხერხდა ელიოტისგან 303 მლნ. ევროს კრედიტის აღება, უარი თქვეს ჩვენთან საუბარზე. ისინიც გალიანის დიდი ხნის მეგობრები არიან.»

«ერთადერთი ვისაც შეუძლია გვითხრას, თუ ვინ არის ბატონი ლი, ეს გახლავთ ბერლუსკონი. ვინც ჩათვალა, რომ ის შესაფერისია, რათა საყვარელი მილანი მიჰყიდოს. ეხლა თქვენ ამბობთ, რომ მილანის დაბრუნება გსურთ. რაც სავარაუდოდ გაგიმარტივდებათ, რადგან დირექტორთა საბჭოში კიდევ გყავთ რამდენიმე მეგობარი.»

RAI: ვის მფლობელობაშია «მილანი» რეალურად?
dle


9

6 ივნისი 2018 11:14

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5193
ბერლუსკონის მიერ მილანის დაბრუნება მე არ მჯერა.

8

6 ივნისი 2018 10:17

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 846
Deprecated: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; ParseFilter has a deprecated constructor in /home/acm/public_html/engine/classes/parse.class.php on line 22
ციტატა: HARRY222
მაგას ვიძახდი. ბერლუსკონის ფულის გათეთრება უნდოდა თქო. მარა ერთი რა მიკვირს... ბერლუსკონი ამდენ სირში ამხელა თანხას არ გადაიხდიდა. ტრანსფერებზე. აგერ ვაფიქსირებ კიდევ ერთხელ რომ გუნდს ლი ან ელიოტი კაპიკებში გაყიდვის და ბერლუსკონი იყიდის. კაპიკეპში რომ გაყიდოთ იმენა მაგარი დანგრეული უნდა ჰქონდეს გუნდს. ეეჰ

ელიოტი კაპიკებში არ გაყიდის, გუნდს ელიოტის ვალი აქვს და თუ მის ხელში გადავიდა ფაქტიურად გუნდი ყველა ვალისგან თავისუფალი და ფინასურად დაბალანსებული იქნება, აქედან გამომდინარე იაფად არ გაყიდის, ლიმ 750 მილიონი გადაიხადა და პლიუს 300 მილიონი ვალი დაფარა ხო ასეა? ის 300 მილიონი ელიოტისგან ისესხა და ელიოტი რათქმაუნდა გუნდის რეალურღირებულებას იმ 300 მილიონსაც დაუმატებს რაც ამოსაღები აქვს ასე რომ კაპიკებში არ გაყიდის და მაგის იმედი მაქვს რო რეალურად ფულიანი ტიპი გაიჩითება

7

6 ივნისი 2018 00:10

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 213
მაგას ვიძახდი. ბერლუსკონის ფულის გათეთრება უნდოდა თქო. მარა ერთი რა მიკვირს... ბერლუსკონი ამდენ სირში ამხელა თანხას არ გადაიხდიდა. ტრანსფერებზე. აგერ ვაფიქსირებ კიდევ ერთხელ რომ გუნდს ლი ან ელიოტი კაპიკებში გაყიდვის და ბერლუსკონი იყიდის. კაპიკეპში რომ გაყიდოთ იმენა მაგარი დანგრეული უნდა ჰქონდეს გუნდს. ეეჰ

6

5 ივნისი 2018 21:32

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 846
Deprecated: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; ParseFilter has a deprecated constructor in /home/acm/public_html/engine/classes/parse.class.php on line 22
ციტატა: George.White
რა მაგრად მკიდია მაგათი ფინანსები :@ ქურდული დავალება აქვთ კვლავ ლიგაზე გავიდნენ და მეორე წელს დადონ ))) ჟიზნ ვორამ :D დამაწყვიტეთ თქვენი იაკუძა და კოზანოსტრა ტრიადა აგერ ა ))))))))))))))

საღოლ კაი იყო :))))

5

5 ივნისი 2018 21:10

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 674
რა მაგრად მკიდია მაგათი ფინანსები :@ ქურდული დავალება აქვთ კვლავ ლიგაზე გავიდნენ და მეორე წელს დადონ ))) ჟიზნ ვორამ :D დამაწყვიტეთ თქვენი იაკუძა და კოზანოსტრა ტრიადა აგერ ა ))))))))))))))

4

5 ივნისი 2018 17:47

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 846
საღოლ ადმინ მაგარი სტატიაა, ტიპიური იტალიური მაფიის ხელწერაა და არც მიკვირს, იმიტომაა ტიპი ამდენ ფულს იხდის და სინამდვილეში ჩანს რო ფული არ აქვს, ლის რასაც ზემოდან ეტყვიან იმას აკეთებს და ზემოთ რამდენი კაცი ზის არ ვიცი, მაგრამ ერთი დონ სილვიოა, რა ვქნა მაინც მევასება ეგ ბებერი მელა და მომკალით არ დაგავიწყდეთ რო დიდებული მილანი მან შექმნა, არ გამიკვირდება ქარიშხალი რო გადაივლის მთავარ სავარძელში ისევ ბერლუსკონი იჯდეს და ბოლოს არ დამავიწყდება ლივერპულთან მეორე ფინალის შემდეგ სილვიოს სახე ტრიბუმაზე მარტო იჯდა და ხელები აივნიდან ქონდა გადმოყოფილი სიტყვებით ვერ ავღწერ ეგ სურათი უნდა ნახოთ და სახეზე აწერია ვინც არის და რაც არის

3

5 ივნისი 2018 17:29

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5193
გიჟია ეგ ჩემისა ეხლა მაგაზე უნდა ვიმტვრიოთ თავი? სანამ არ მოკვდება არც შეწყდება ბერლუსკონიზე ალბათ საუბარი. ისე ოქტომბერში უეჭველი გაირკვევა საბოლოოდ ყველაფერი მთავარია უეფამ არ გაგვიჩმახოს ეხლა და ვინმე მაღალი კლასის იგროკები მოიყვანონ

2

5 ივნისი 2018 17:28

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4822
Kaci ver gaigebs verafers, transferebi gaaketon milani agorzindes saertod ar mainteresebs vis mflobelobashi iqneba gundi

1

5 ივნისი 2018 17:22

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 439
მგონი ამ ჩემისას არც გაუყიდია მილანი, ერთი ჯიბიდან ამოიღო და მეორეში ჩაიდო... ტიპმა ამხელა ფული გაათეთრა ტო, იმენა ავადმყოფია... ჩვენ კი დაგვაწყვიტა ნერვები და მგონი მალე მსოფლიოს ახლიდან მოევლინება მილანის პრეზიდენტად. გუნდმა წინსვლა დაიწყოს და მაგრად მახატია ვინ იქნება პრეზიდენტი

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 33
რეგისტრირებული: 1
სტუმარი: 32
პაპა კარლო