წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


მონტელას პრესკონფერენცია "უდინეზესთან" მატჩამდე
ავტორი: BeeQSooN
  • "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ "უდინეზესთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

    "შესვენება? ყველა მწვრთნელი ეძებს ამაში დადებით მხარეებს. ჩვენ გყვავს ძალიან ბევრი ნაკრების წევრი და ამან გუნდს უნდა მისცეს ნდობა".

    "უდინეზეს" მოთამაშეები ფიზიკურად ძლიერები არიან. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით მათი სუსტი მხარეები და ისინი უნდა გამოვიყენოთ".

    "ანტონელი და დე შილიო? კონკურენცია არის სასარგებლო, როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე მწვრთნელისთვის. ალბათ, ორივე ითამაშებს".

    "მინდა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გავიზარდოთ. ასევე საჭიროა ფიზიკური და ტაქტიკური ასპექტების გაუმჯობესებაც. სამივე პარამეტრი თანაბრად მნიშვნელოვანია".

    "სოსა? ის თავს კარგად გრძნობს და ფორმაში შედის. ხოსე სათამაშოდ მზად არის, მაგრამ არ ვიცი, დაიწყებს თუ არა იგი ხვალ სასტარტოში".

    "ბონავენტურას შეუძლია ცენტრში თამაში და ფნალგიდან შეტევა. ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს".

    "შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. ჩვენ შევინარჩნეთ ბაკა დე შილიო და რომანიოლი და ეს, ძალიან მნიშვნელოვანია".

    "ის ფაქტი, რომ კლუბის მფლობელები შეიცვალა, არ უნდა იმოქმედოს გუნდის თამაშზე. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა".

    "ლაპადულა იძენს ფორმას, მას სურს დაამტკიცოს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".

    "ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე ისინი ბოლო წლების განმავლობაში აჩვენებდნენ. მინდა, რომ მათ საკუთარი ძალები ირწმუნონ და კარგ შედეგებს მივაღწიოთ".

    "ჰონდა - მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ამ ეტაპზე, მას სუსო მირჩევნია, თუმცა, კეისუკეს შეუძლია "მილანის" წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს",
    - დაასრულა მონტელამ.
    скачать dle 11.3
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.