წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


"მილანი" - "იუვე" | ბრძოლა ფაბრეგასისთვის
ავტორი: BeeQSooN
  • როგორც ბრიტანული მედია იუწყება, "მილანი" და "იუვენტუსი" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ჩელსის" ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის შეძენას შეეცდებიან.

    ესპანელი ფეხბურთელი "ლურჯების" შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, ეს კი კონტეს გუნდში არსებული კონკურენიცით არის განპირობებული.

    "Daily Express"-ის ინფორმაციით, იტალიელმა მწვრთნელმა ფაბრეგასს განუცხადა, რომ "ჩელსის" დატოვება შეუძლია, თავის მხრივ, არსებობენ სხვა ბრიტანული გუნდები, რომლებსაც ესპანელი სურთ.

    "მილანი" 29 წლის ფეხბურთელით გასულ ზაფხულსაც იყო დაინტერესებული, მაგრამ ტრანსფერი ფინანსების სიმცირის გამო არ შედგა, თუმცა იანვარში ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ვინაიდან კლუბი ჩინელმა ინვესტორებმა შეიძინეს და შემადგენლობის გასაძლიერებლად სოლიდური თანხების გამოყოფასაც აპირებენ. იმავდროულად, მსოფლიოს ჩემპიონის მარტივად დათმობას არც "იუვენტუსი" გეგმავს, "ბიანკონერი" მზად არის "როსონერის" კონკურენცია გაუწიოს.скачать dle 11.3
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.