აგენტი : " მარიო უნივერსალი და დიდი პროფესიონალია"

მარიო პალასიჩის აგენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მის კლიენტზე ამჯერად MilanNews.it-თან ინტერვიუში.


"იგი ძალიან ბედნიერია, მაგრამ ახლა უკვე დროა დაწყნარდეს და თავი ხელში აიყვანოს. ხორვატები ზოგადად ზედმეტად ემოციური ხალხია, ეს შეიძლება მარიოზე არ ითქვას, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ის უბრალოდ აღფრთოვანებულია მისი გადაწყვეტილებით"

"მას ნახევარდაცვაში სამივე როლის მორგება შეუძლია. ძალიან ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერია. ასევე ორივე ფეხით შესანიშნავად შეუძლია თამაში. მარიოს შეუძლია მოირგოს მონტოლივოს როლი, ანდაც ნახევარდაცვის მარჯვენა ან მარცხენა ფლანგზე დადგეს. "მონაკოში" მას უკანა ფორვარდადაც კი უთამაშია"

"მას მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატში 70 მატჩამდე აქვს ჩატარებული და უკვე საკმაო გამოცდილება მოაგროვა. უთამაშია ესპანეთსა და საფრანგეთში უმაღლეს დონეზე, ამიტომ დარწმუნებით შემიძია ვთქვა, რომ მისი ასაკისთვის მარიო ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია"

ასევე პალასიჩის აგენტმა მისი კლიენტის მძიმე ტრავმაზე ისაუბრა :

"მას შეშუპება ჰქონდა მალებს შორის, თუმცა არაფერი სერიოზული და ახლა ის თავს მშვენივრად გრძნობს. ტრავმა ისეთი მძიმე არ იყო , რომ ასეთი მკურნალობა დასჭირვებოდა მარიოს. ასე არ მოხდებოდა, რომ მისთვის საჭიორემისამებრ ემკურნალათ, თუმცა ახლა ის 100% მზადაა მოედანზე გასასვლელად"

"ის გიჟდება "მილანზე", ხორვატიაში უამრავი "როსონერის" გულშემატკივარია. მანაც თავისი ბავშვობა "მილანის" გულშემატკივრობაში გაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. "

" საფეხბურთო გადასახედიდან კი იგი სერია ა-ს ტიპის ფეხბურთელია. როგორც ვთქვი ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერია. ასევე ტაქტიკურად ძალიან გამართული ფეხბურთელია. საერთო ჯამში ის დიდი პროფესიონალია."

"დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სეზონი იქნება წარმატებული ,როგორც მისთვის ისე "მილანისთვის"" dle

  • GURO
  • 30-08-2016, 16:20
  • 1182
  • 6

6

31 აგვისტო 2016 01:47

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 836
რეკლამა ისეთი გაუკეთეს ტიპს გეგონება მოდრიჩი მოგვეყვანა, საქმე ლაპარაკის ნაცვლად ბიძია საქმე. ეგრე ბერტოლაჩიც უნდა გამხდარიყო მილანის სული და გული მარა ჩემი დაღლილ დაქანცული გახდა!

5

30 აგვისტო 2016 21:27

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 471
ვიტსელი ტურინში,ჩვენ კი ერთი ნორმალური ნახევარმცველი არ გვეღირსა

არც ისე ცუდი ვარიანტი იყო კონოპლიანკა არენდით არც ერნანესი იყო ცუდი ვარიანტი....მონტი დასვი ზამენაზე კუცო ჩამშლელად და როტაცია შემადგენლობის პლიუს ზამენზა მუდმივად გყავს არჩევანი ვინ შემოიყვანო ამ მცირე ბიუჯეტიტ.მინიმუმ 5 ული უკვე არის და მაკსიმუმ კი რაც იქნებოდა.

მიხა არ ხუმრობს ჰარტი ტორინოშია.....მაგარი სიმპატიჩნი კამანდა ყავს,გლიკი არ უნდა გაეშვათ,რა მაგარი კაცია სულ აქვს 15 მლ დახარჯული პოდ სებია მოყვანილი ხალხი....ევროპა ლიგაზე ტორინო ვალდებულია რომ გაიყვანოს,მჯერა რომ გაიყვანს კიდეც.

4

30 აგვისტო 2016 19:23

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 157
ეხა წავიკითხე ხალხო დინამო კიევი აწარმოებს მილანთან მოლაპარაკებებსო ლუიზ ადრიანო იმათ და ვიდა და ბელჰანდა მილანში რავიცი იდეალური იქნებოდა ეს ბარტერი რო შედგეს ბელჰანდა ადრე კაი იყო რაც მახსოვს და აი ვიდა მომეწონა ევროპაზე მშვენივრად ითამაშა რავიცი ჩვენი ცენტრის ფონზე ბელჰანდას არაფერი აქვს დასაწუნი თან აგერ ადრიანოს შემცვლელი ლაპადულა არის სკამზე და გადაამოწმთ აბა ეგ ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სიმართლეს

3

30 აგვისტო 2016 18:53

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3906
Rat unda amdeni piari, moedanze gamocndeba risi maqnisia, tipi camde aiyvanes da dedamiwas ar gaakares

2

30 აგვისტო 2016 16:54

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 55
როგორი არენდაა გამაგებინეთ რა :D ამდენი ხანია ვკითხულობ და ვერ გავივე შეიძლება გამომრჩა რამე

1

30 აგვისტო 2016 16:27

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2166
აი რეკლამა ამას ქვია:)) იმედია დაიწყებს მაღალ დონეზე თამაშს მაგრამ მაინც პატარაა მონტოლივო დებილის ადგილზე რომ დადგეს,უფრო დიდი გამოცდილებაა საჭირო

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელი პოზიციაა გასაძლიერებელი?

მეკარე
დაცვა
ნახევარდაცვა
თავდამსხმა
სხვა



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 16
რეგისტრირებული: 1
სტუმარი: 15
Mamula