წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


სუსო: "მილანში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ"
ავტორი: BeeQSooN
  • "მილანის" ესპანელმა გარემარბმა, სუსომ კლუბის ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა.

    "როდესაც "ლივერპულთან" კონტრაქტი მეწურებოდა, ახალი შეთავაზება არ მიმიღია. ბუნებრივია, ეს არ იყო ის, რასაც ველოდი, ამიტომ იტალიიდან მოცემულ შანსს დავთანხმდი. ეს იყო სწორი არჩევანი".

    "მილანში" თავს კომფორტულად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი მენატრება, მაგრამ იტალიაში ცხოვრობს კარგი ხალხი და ბევრი მეგობარიც მყავს. სიმართლე გითხრათ, მე არაფერი დამიკარგავს, როდესაც აქ გადმოვედი".

    "ბავშვობაში ვუყურებდი "მილანის" თამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდი მუდმივად თამაშობდა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე".

    "ჩემი კერპი? ნამდვილი კუმირი არასოდეს მყოლია, მაგრამ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ზინედინ ზიდანის თამაშით".

    "მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემი თამაშით არასოდეს ვარ კმაყოფილი. ყოველთვის მინდა, რომ გავიზარდო. თუ ხელმძღვანელობას სურს ჩემი "მილანში" დარჩენა, შესაძლოა აქ მრავალი წელი გავატარო, მაგრამ თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საჭირო აღარ ვარ, მაშინ სხვა ალტერნატივებს განვიხილავ",
    - განაცხადა სუსომ.скачать dle 11.3
    # 2
  • გასულია
  • 12 ოქტომბერი 2016 23:53
    Moumate sunsul, kargad unda itamasho milanshi
    # 1
  • 12 ოქტომბერი 2016 12:35
    Midi suso, aba shen ici iyochage
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.