წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


მონტელას პრესკონფერენცია "პესკარასთან" მატჩამდე
ავტორი: BeeQSooN
  • "მილანის" მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ "პესკარასთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

    "ჩვენ დავმარცხდით "ჯენოასთან". შესაძლოა, ეს დაგვეხმაროს სტიმულის გაზრდასა და გამოცდილების მიღებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი მატჩი გვქონდა და სწორი დამოკიდებულება ვაჩვენეთ, მაშინაც კი, როდესაც მოედანზე 10 კაცით დავრჩით".

    "ვფიქრობ, რომ კრიტიკა დამოკიდებულია შედეგზე. ჩვენ "ჯენოასთან" რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ უმცირესობაშიც ბოლომდე ვიბრძოლეთ".

    "ახლა მხოლოდ "პესკარასთან" მატჩზე ვფიქრობთ. ხვალ სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ვითამაშოდ. მეტოქის დაფასება და 100%-ით დახარჯვა აუცილებელია. ყველას უნდა დავანახოთ, რომ ძლიერები ვართ".

    "სავარაუდოდ, ხვალინდელ შემადგენლობაში გარკვეულ სიურპრიზებს შემოგთავაზებთ. არ ვფიქრობ, რომ მარტივი კალენდარი გვაქვს. იტალიაში იოლი მატჩები არ არსებობს. "ფიორენტინა" - "კროტონეს" შეხვედრა ამის კარგი მაგალითია".

    "წარსულში "მილანს" პრობლემები ჰქონდა იმ გუნდებთან, რომლებიც ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდნენ. თუმცა ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ აწმყოზე. წაგების შემდეგ ჩვენი ამოცანაა, რომ რეაბილიტაცია მოვახდინოთ და გავიმარჯვოთ".

    "დაცვის ხაზში გომესი ითამაშებს. მან უნდა ისწავლოს ზოგიერთი სიტუაციის წაკითხვა, მაგრამ ის ზრდას აგრძელებს. საპატა? იგი ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა რიტმს, მაგრამ მისი რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიდის".

    "ბევრი ფეხბურთელი არჩევანის საშუალებას მირთულებს. ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი ძალა გუნდურობაა. შეტევაში ჩვენ გყვავს ბაკა და მან იცის, თუ რა უნდა გააკეთოს".

    "სოსა აგრძელებს განვითარებას. ვანჯონი ტრავმირებულია. პაშალიჩის პროგრესით კმაყოფილი ვარ. ის არის ნახევარმცველი, რომელსაც შეუძლია მოედნის ცენტრში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში, იგი ძალიან ძლიერი და სწრაფია".

    "ფარნანდესმა ვარჯიში განაახლა და თამაში სურს, თუმცა მატის დროს სჭირდება. საპატა გუნდს დაუბრუნდა და ვფიქრობ, რომ იგი სანაკრებო შესვენების შემდეგ მზად იქნება. ბერტოლაჩი "მილანელოზე" იმყოფება და მას მომავალ კვირას გამოკვლევები ჩაუტარდება",
    - დაასრულა მონტელამ.скачать dle 11.3
    # 2
  • გასულია
  • 29 ოქტომბერი 2016 22:29
    Gomesi zaan dirka gamodga, pashalichi daayenos anac sosa naxevardacvashi
    # 1
  • გასულია
  • 29 ოქტომბერი 2016 21:53
    Gomesi gasashvebia. Italiashi abuchad aigdes ukve forvardebma da Amas gamoiyeneben.
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.