წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


"მილანი" კონტის შეუთანხმდა, თუმცა...
ავტორი: FARAONE
  • როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ალფრედო პედულ იტყობინება, "ატალანტას" ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, ანდრეა კონტი ძალიან ახლოსაა "მილანში" გადასვლასთან.

    პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ "მილანის" წარმომადგენლებსა და ფეხბურთელის აგენტს შორის გამართული შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა და "როსონერიმ" შეთანხმებას მიაღწია ფეხბურთელთან.

    ამჟამად დარჩენილია შეთანხმების მიღწევა "ატალანტასთან", რაც, როგორც ცნობილია, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოხდება და სწორედ მაშინ გაოფიციალურდება ფეხბურთელის ტრანსფერიც.скачать dle 11.3
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.