წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


მონტელას პრესკონფერენცია "კალიარისთან" მატჩამდე
ავტორი: FARAONE
  • "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ "კროტონესთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

    "მატჩს გუნდის პრეზიდენტი დაესწრება. ბოლო შეხვედრებში გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა. მე ძალიან მინდა, რომ ხვალ ნაჩვენები კარგი თამაშით მათ დიდი მადლობა გადავუხადო.

    ენთუზიაზმი დროდადრო იზრდება რაც ენერგიას გვმატებს, თუმცა ეს ერთგვარ ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს, ეს სახიაფათოა. ამ მომენტისთვის საუკეთესო მდგომარეობაში ვიმყოფებით და კონცენტრირებას ვახდენთ მატჩიდან მატჩამდე.

    "კალიარისთან" დაპირისპირება ყოველთვის რთულია, ყოველი შემთხვევისთვის გასული სეზონი ამაზე მეტყველებდა ახლა კი ვნახოთ რა როგორ იქნება. მათ პირველი ტურის მატჩი წააგეს და ახლა გამარჯვების დიდი სურვილი ექნებათ, რაც კიდევ ერთხელი გვანიშნებს იმას, რომ მარტივი მატჩი არ გველოდება.

    ჩვენ ჯერჯერობით არც ერთი გოლი არ გაგვიშვია, რაც ძალიან კარგია. მართალია ეს სასიამოვნოა, თუმცა სტატისტიკაზე ყურადღების გამახვილება საჭირო ნამდვილად არ არის. საჭიროა განვითარება. კარგი დაცვის ხარჯზე ყოველთვის ვერ მივაღწევთ წარმატებას, აუცილებელია ბალანსი ყველა პოზიციაზე.

    მონტოლივომ გუშინდელ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა, ვფიქრობ რომ ის მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება. ბილიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ და ვნახოთ. რაც შეეხება ლოკატელის, ის გასულ სეზონთან შედარებით განვითარდა და გარკვეული გამოციდლებაც მიიღო. მანუელი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის.

    კალინიჩი, მთავარ ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და არსებულ გარემოსა და ფეხბურთელებს ეჩვევა. მას გარკვეული დრო სჭირდება, რათა სასურველ ფიზიკურ კონდინციებს მიაღწიოს. ვფიქრობ რომ მისი დებიუტი ხვალინდელ მატჩში შედგება",
    -დაასრულა მონტელამ.скачать dle 11.3
    # 1
  • გასულია
  • 26 აგვისტო 2017 22:16
    ზედმეტს არასდროს არ ამბობს, მოწინააღმდეგესაც სულ აქებს სულ რომ ჭ დივიზიონიდან იყოს. მომწონს მონტელა კარგი მწვრთნელი გვერზრდება
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.