მონტელას პრესკონფერენცია "ლივერპულთან" მატჩამდე

image
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ "ლივერპულთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

"მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩემს ფეხბურთელებს ამ მატჩისადმიც იგივე დამოკიდებულება ექნებათ, როგორც "ბაიერნის" წინააღმდეგ. სასტარტოში რამდენიმე ცვლილებას ვგეგმავ, რადგან მინდა, სეზონის დაწყებამდე ყველა მოთამაშე ოფტიმალურ ფორმაში იყოს".

"ყველა შეხვედრის მოგება გვსურს. "ლივერპულთან" მატჩი არის მნიშვნელოვანი ტესტი და გვინდა, რომ ჩვენი პოტენციალი ვნახოთ".

"კლოპი? ის ძალიან მომწონს. იურგენი დიდი მწვრთნელია და მისი მიდგომა ფეხბურთელებთან შესანიშნავია. მასთან დაპირისპირება ნამდვილად საინტერესო იქნება",
- დაასრულა მონტელამ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 782/1
Skindori
Skindori 31 ივლისი 2016 11:24
Wavaget vicenco, jargi motamasheebi gvinda
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook