"მილანი" ლიაიჩით დაინტერესდა

image
იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში, "როსონერი" ჟერარ დეულოფეუს გამოსყიდვას ვერ შეძლებს, კლუბი "ტორინოს" შემტევის, ადემ ლიაიჩის გადაბირებას შეეცდება.

ვრცელდება ჭორები, რომ სერბ ფეხბურთელს გუნდის მთავარ მწვრთნელ სინიშა მიჰაილოვიჩთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და მის შემცვლელად ტურინული კლუბი "რომას" თავდამსხმელის, სტეფან ელ შაარავის გადაბირებას ცდილობს.

იტალიური პრესის თანახმად, ლიაიჩის ტრანსფერით ასევე დაინტერესებულნი არიან "ნაპოლი" და "ფიორენტინა", აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სერბი ფეხბურთელი ახალ სეზონს სხვა კლუბში დაიწყებს.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 223/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook