განდინი: "მილანს" ინვესტიციები სჭირდება"

image
"მილანის" ტექნიკურმა დირექტორმა, უმბერტო განდინიმ "Sports Illustrated"-თან ინტერვიუში, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ევროპაში არ არის სასიამოვნო ეკონომიკური სიტუაცია და ეს გუნდის ფინანსებზეც აისახა. 30 წლის შემდეგ ბერლუსკონი ყიდის "მილანს" და ეს სწორედ ხსენებული მიზეზის გამო ხდება. არაა გამორიცხული გუნდი ჩვენი ამერიკაში ყოფნის დროს გაიყიდოს.

რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები, რათა კვლავ დავიბრუნოთ ძველი იერსახე. მონტელა? გუნდის მენეჯმენტი კმაყოფილია და ჩვენ გვჯერა, რომ ის დაგვეხმარება სათანადო ადგილი დავიმკვიდროთ იტალიურ ფეხბურთში და არა მარტო.

ამ 30 წლის განმავლობაში გუნდში ბევრი ტრადიცია დამკვიდრდა, რაც ბერლუსკონის ოჯახის დამსახურებაა. ახალი მფლობელები კი აპირებენ განახორციელონ ძლიერი კომერციული პროექტი, რომელიც მოგვცემს დამატებით შემოსავალს, მოლაპარაკებები ახლაც გრძელდება და ყველა დეტალზე საუბარი უხერხულია.

გუნდის მიზნები? "მილანმა" უნდა დაიბრუნოს წამყვანი პოზიცია. ჩვენ ყოველთვის ვთამაშობდით "ჩემპიონთა ლიგაზე" და ასე იქნება მომავალშიც, ის რაც ახლა ხდება არასდროს დავუშვებთ. აშკარაა ინვესტორების მოსვლის შემდეგ კონკურენციის გაწევას ვაპირებთ ევროპული გრანდებისთვის",
- განაცხადა განდინიმ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 921/2
Skindori
Skindori 24 ივლისი 2016 18:45
Mase qenit, ogond male, zaan gaiwela krizisi milanshi
ehexijev
ehexijev 15 ივლისი 2018 01:41
www.getzcope.com website to mobile devices
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook