მონტოლივო: "მონტელამ იცის, როგორ უნდა ათამაშოს "მილანი"

image
"მილანის" კაპიტანმა, რიკარდო მონტოლივომ "Milannews.it"-ის საინტერესო ინტერვიუ მისცა.

"მონტელა? რა თქმა უნდა, მას აქვს დიდი გამოცდილება და ნათელი წარმოდგენა, თუ როგორ უნდა ათამაშოს "მილანი". მას სურს, რომ გუნდი ბურთს უფრო დიდი ხნის განმავლობაში ფლობდეს. ჩვენ კი, ვცდილობთ, რომ მისი დავალებები კარგად შევასრულოთ".

"აშშ-ს ტური? ეს იქნება პირველი დიდი გამოცდა ჩვენთვის. მონტელას მიზანია, რომ საუკეთესო შემადგენლობა იპოვოს. მას სურს, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავდეს".

"ბაკა? ის არის ბედნიერი, რადგან ვარჯიშს დაუბრუნდა. მჯერა, რომ მწვრთნელები ბაკასთან და დე შილიოსთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ".

"კლუბის გაყიდვა? ამაზე არ ვფიქრობ. ფეხბურთელები ორიენტირებულები უნდა ვიყოთ მხოლოდ თამაშზე. გარანტი ჩვენთვის პრეზიდენტი ბერლუსკონია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ იგი "მილანის" გაყიდვას გადაწყვეტს, კლუბს ისეთ ხალხს გადასცემს, ვინც "როსონერის" ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარება",
- დაასრულა მონტოლივომ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 941/1
Skindori
Skindori 24 ივლისი 2016 15:41
Shen tavs mixede she dauno, vin mogca kapitnoba she sirinozo
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook