ვერატის იტალიაში დაბრუნება უნდა - "მილანი" ბრძოლაშია

image
როგორც პოპულარული ფრანგული გამოცემა "L`Equipe" იტყობინება, იტალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი კლუბში არსებული სიტუაციის უკმაყოფილოა და სამშობლოში დაბრუნება სურს.

25 წლის ნახევარმცველი პარიზში 2012 წლიდან ასპარეზობს და მის ანგარიშზე 243 შეხვედრა და 8 გოლია. მისი შესაძლო წასვლის შესახებ მიმდინარე წლის ზაფხულშიც იწერებოდა, ყველაზე მეტად "ბარსელონა" აქტიურობდა, თუმცა, საბოლოოდ, მოთამაშე მაინც საფრანგეთში დარჩა.

როგორც წყარო იტყობინება, ამჯერად სიტუაცია უფრო რთულადაა და მარკომ კატეგორიულად გადაწყვიტა აპენინის ნახევარკუნძულზე დაბრუნება. მოთამაშე მხოლოდ იტალიური კლუბების ვარიანტს განიხილავს და ეს პროცესი შესაძლოა მომავალ ზამთარშიც დაიწყოს. მსურველებს შორის "რომა", "იუვენტუსი" და "მილანი" არიან. "როსონერის" ახალ ხელმძღვანელებს, ლეონარდოსა და პაოლო მალდინის შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ ვერატის აგენტთან(მინო რაიოლა), რაც დამატებითი უპირატესობაა.
скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 401/2
gogi1984
gogi1984 4 ოქტომბერი 2018 00:21
ამაზე სულ იწერება მაგრამ კი არი პარიზში
Legolasi
Legolasi 4 ოქტომბერი 2018 01:09
ჩემი ოცნებაა ეს ტრანსფერი მაგრად მევასება მარკო
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook