მუსაკიოთი ინგლისური კლუბები ინტერესდებიან

image
ბრიტანული პრესის თანახმად, უახლოეს მომავალში "როსონერი" ოფიციალური შეთავაზებებს მიიღებს ინგლისური კლუბებისგან მატეო მუსაკიოს თაობაზე.

შარშანდელ სეზონში უმეტესად სათადარიგო სკამზე ჯდომისა და მიმდინარე ზაფხულში მატია კალდარას დამატების შემდეგ, პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ არგენტინელი მცველი კლუბს გამოიცვლიდა. მისით მაშინაც არაერთი გუნდი ინტერესდებოდა, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე სეზონში მატეო კლუბის ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს, თანაც საკმაოდ მაღალ დონეზე.

როგორც წყაროშია აღნიშნული "ლესტერი", "ევერტონი", "უიტრფორდი" და "ფულჰემი" დაინტერესებულნი არიან მუსაკიოს შეძენით. აღნიშნული გუნდები სულ მალე ოფიციალური წინადადებით მიმართავენ "როსონერის", რათა ზამთრამდე შეათანხმონ ტრანსფერი.

ძნელი სავარაუდოა, რომ კლუბი არგენტინელს შეელევა, რადგან მატია კალდარა ჯერაც ვერ მომჯობინდა სრულად. ამას ემატება ჯენარო გატუზოს კომენტარი, რომელიც მან ერთი კვირის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ მუსაკიო მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი პერსონაა. თუმცა როგორც პრესაში იწერება, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა მატეომ კლუბი შეიცვალოს და ბრიტანეთში გადაბარგდეს.
скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 550/2
gogi1984
gogi1984 10 ოქტომბერი 2018 16:45
ეს ძაან საჭირო კაცია არ შეიძლება ამისი გაშვება
skindori
skindori 10 ოქტომბერი 2018 22:19
Sxvagan mozebnon ingliselebma mcveli, musacho milanshi mshvenivrad aris
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook