გატუზომ "ჩელსის" ფეხბურთელი მოითხოვა

image
იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანის" მცველების ტრავმების გამო, კლუბის ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

"როსონერის" მესვეურები "ჩელსის" კაპიტნის, გარი კეჰილის შეძენით არიან დაინტერესებულნი, რომელსაც ლონდონის დატოვება იანვარშივე სურს. მას შემდეგ, რაც "არისტოკრატები" მაურისიო სარიმ ჩაიბარა, ინგლისელ უკანახაზელს მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

იტალიელები აღნიშნული სიტუაციის გამოყენებას გეგმავენ. კეჰილი პირადად გატუზოს არჩევანია. ინგლისელ მცველს მიმდინარე კონტრაქტი "ჩელსისთან" 2019 წლის ივნისში ეწურება და ლომბარდიელებს მისი შეძენა დაახლოებით 10 მილიონ ევროდ შეეძლებათ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 613/1
skindori
skindori 18 ნოემბერი 2018 23:25
Movides iqneb rame qnas saxeiro, magram 10 milioni zviri mechveneba naxevar welshi kontraqti ewureba
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook