ლეონარდოს სატრანსფერო გეგმები...

image
აღნიშნულ სტატიაში, რამდენიმე იტალიურ გამოცემაზე დაყრდნობით, გაგაცნობთ "მილანის" სატრანსფერო გეგმების ზოგად მიმოხილვას.

კრიშტოფ პიონტეკი - პოლონელი ფორვარდის "როსონერიში" ტრანსფერი გარდაუვალია და გარიგება სამშაბათს გაოფიცილურდება. პიონტეკი "შავ-წითლებს", პირდაპირი წესით, 35 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება, ტრანსფერში ასევე შეიძლება ჩაერთოს ალენ ჰალილოვიჩი ან ანდრეა ბერტოლაჩი.

იანიკ ფერეირა-კარასკო - ლეონარდოს კვლავ არ დავიწყებია ბელგიელი ვინგერი და 31 იანვრამდე კიდევ ერთხელ ეცდება მის გადმობირებას. უახლოეს დღეებში, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შევა და დაწვრილებით გახდება ყველაფერი ცნობილი.

ნახევარდაცვის გაძლიერება - ლუკას ბილიასა და ჯეკ ბონავენტურას ტრავმების შემდეგ, ნახევარდაცვის ხაზი ძალიან დასუსტდა და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, თუ რატომ სურს ლეონარდოს კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატება. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ყველაზე აქტიურად, "ნაპოლის" ახალგაზრდა ნახევარცმველი, ამადუ დიავარა.скачать dle 11.3
  • ნახვები: 2 439/3
nyACM
nyACM 21 იანვარი 2019 07:34
Adminebo cota gaigvizet zalian gzinavt.
Cota meti pativiscema gtxovt, satransfero panjaraa da exla yvelaze aktiurebi unda iyot. Ar sheizleba ase
FARAONE 21 იანვარი 2019 13:36
ციტატა: nyACM
Adminebo cota gaigvizet zalian gzinavt.
Cota meti pativiscema gtxovt, satransfero panjaraa da exla yvelaze aktiurebi unda iyot. Ar sheizleba ase

ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გაერთიანებული ამ ერთ სტატიაში და ჭორების წერა მე ნამდვილად არ მსურს, სხვების არ ვიცი.

რაც შეეხება აქტიურობას, ლეონარდო უნდა იყოს აქტიური და შესაბამისად, ჩვენც ტემპში ავყვებით, არ ჩამოვრჩებით.
--------------------
Aduinalipa7
Aduinalipa7 24 იანვარი 2019 21:34
დავუაი გადავუხადოთ ამ ხალხს ხელფასი და მერე მოვთხოვოთ უკეთესი მუშაობა, რას იტყვით ხალხო?
მგონი იმის კვალობაზე რომ ადმინებს მხოლოდ მადლობაზე უწევთ სტატიების თარგმნა, ზედმეტად კარგადაც კი მუშაობენ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook