"მილანი" ოდეგორით ინტერესდება

image
როგორც იტალიური გამოცემა Tuttosport იტყობინება, "მილანი" ნორვეგიელი მარტინ ოდეგორით ინტერესდება, რომელიც, ამ მომენტისთვის, "სოსიედადში" გამოდის.

21 წლის მოთამაშე, რომელიც "რეალს" ბასკურ გუნდში ჰყავს განათხოვრებული, მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ამჟამინდელ გუნდში მარტინი ერთ-ერთი ლიდერია და ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა.

ახალგაზრდა ფეხბურთელით ბევრი ევროპული გუნდი დაინტერესებული. მათ შორის "მილანიცაა". ნორვეგიელის სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა, მაგრამ იტალიელები არენდით მის აყვანას ეცდებიან.скачать dle 11.3
  • ნახვები: 747/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook