"მილანის" ახალი სამიზნე - ედერ მილიტაო

image
"მილანის" სატრანსფერო რადარზე ახალი სამიზნე გამოჩნდა. ედერ მილიტაო - მცველი, რომელსაც "რეალში" ბევრი სათამაშო დრო არ აქვს.

Tuttosport-ის დღევანდელმა გამოცემამ დაწერა, რომ "როსონერი" მადრიდელების კიდევ ერთ მოთამაშეს დაადგეს თვალი. საუბარია, ახალგაზრდა ბრაზილიელ მცველ, ედერ მილიტაოზე. როგორც იცით, იტალიელებს სამეფო კლუბიდან სერბი ლუკა იოვიჩის გაფორმებაც სურთ.

გასულ წელს ნაყიდმა მილიტაომ ესპანეთში ფეხი ვერ მოიკიდა. მან მასში გადახდილი 50 მილიონი ევრო ვერ გაამართლა. ბრაზილიემა მცველმა პორტუგალიაში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, რა დროსაც ბევრი კლუბის ინტერესის ობიექტივი გახდა, ბოლოს კი ესპანეთში აღმოჩნდა.

იტალიელები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ედერ მილიტაო იდეალურად შეეწყობა მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ტეო ერნანდესს და დაცვის ფლანგს გააკონტროლებენ. ისევე, როგორც დაცვის ცენტრში შეეწყობა კაპიტან რომანიოლის.скачать dle 11.3
  • ნახვები: 765/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook