პატო: "პიოლის შეუძლია დამირეკოს..."

image
"მილანის" ყოფილმა ბრაზილიელმა შემტევმა, ალეშანდრე პატომ "Gazzetta dello Sport"-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "როსონერიში" გატარებულ დროზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ და ერთადერთი რაც მაკლია ეს ფეხბურთის თამაშია. მე არ ვფიქრობ ფულზე, ახლა მთავარია კარგი კლუბი და სამომავლო პროექტი, ვნახოთ რა იქნება.

ნოსტალგია "მილანის" მიმართ? რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია. საუბარია 150 მატჩზე, 63 გოლზე, სკუდეტოზე და იტალიის სუპერ თასზე. არ დაგიმალავთ რომ ჩემი ოცნებაა იქ დაბრუნება. თამაში იბრას შემცვლელად? რა პრობლემაა.

პაოლო მალდინისთან ახლაც დიდებული ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება პიოლის, მან იცის თავისი საქმე, თუ როგორ უნდა მართოს გუნდი და ზლატანი ერთდროულად. მის დასარწმუნებლად ორი მატჩიც საკმარისი იქნება ჩემთვის, ასე რომ შეუძლია დამირეკოს",
-დაასრულა პატომ, რომელიც ამჟამად კლუბის გარეშეა.скачать dle 11.3
  • ნახვები: 573/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook