დემეტრიო მილანს აფასებს

image
მილანის ლეგენდა, დემეტრიო ალბერტინი საუბრობს მიმდინარე სეზონზე, მილანსა და ინტერზე:

"მილანი დამსახურებულად იკავებს ლიდერის პოზიციას, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მათ უნდა ირწმუნონ, რომ სკუდეტოს მოგება შეუძლიათ, ამაზე დღემდე დაფიქსირებული შედეგებიც მიუთითებს.

ისინი მიზანთან ძალიან ახლოს არიან და გაჩერება არ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი(ტრავმები) აქვთ. ეს ყველა გუნდისათვის დამახასიათებელია. ზლატანს ბევრი გაუცდა, მაგრამ ტრამვის პირობებშიც კი ძალიან დიდია მისი გავლენა. სათადარიგოთა სკამზე იბრას ხილვა დამატებითი მოტივაციაა თანაგუნდელებისათვის. შვედის როლი შეუფასებელია, ისევე როგორც ლუკაკუსი ინტერში.

ინტერს აქვს გამოცდილება, უფრო სტრუქტურირებული კოლექტივია, მაგრამ მილანში იგრძნობა რაღაც განსაკუთრებული, რაც მათ წარმატებას განაპირობებს. ისინი საოცარი ენთუზიაზმით თამაშობენ, ამის შემჩნევა მარტივია, უბრალოდ უყურეთ მათ შეხვედრებს. მაშინაც კი, როცა ბურთს არ ფლობენ, ყოველთვის ცდილობენ მეტოქის ნახევარზე დარჩენასა და პრესინგს, ბურთისათვის ბრძოლას. კლუბმა ეს ხასიათი უნდა შეინარჩუნოს, მათ შეუძლიათ გამარჯვება."
скачать dle 11.3
  • ნახვები: 147/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook