კიაერი: "იტალიაში ჩვენზე ძლიერი გუნდი არაა!"

image
დანიიე ეროვნული ნაკრების კაპ8ტანი, სიმონ კიაერი:

"ბოლო პერიოდში, შესანიშნავი წაუგებელი სერიის ფონზე, საზოგადოების ცნობიერებაში მილანი ჩამოყალიბდა გუნდად, რომელიც არასდროს აგებს, თუმცა ეს ფეხბურთია, გვყავდა ბევრი ტრავმირებული მოთამაშე და ერთი შეხვედრის წაგება არ ნიშნავს, რომ პრობლემები გვაქვს. იუვენტუსი ძლიერი გუნდია, ყველა, ვინც მათ ეთამაშება იცის, რომ შესაძლოა დამარცხდეს. შეცდომები დავუშვით, არ დავხარჯეთ საკმარისი ენერგია, თუმცა მომავალში ამაზე ვისწავლით, შედეგს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.
მნიშვნელოვანი იყო ტორინოსთან მატჩის შემდეგ პოზიტიური ემოციები დაგვებრუნებინა და ჩვენ ეს მოგების ხარჯზე მოვახერხეთ, თან გოლის გაშვების გარეშე, რაც ჩემთვის, როგორც მცველისთვის დამატებითი სიხარულია. ვფიქრობ, ტურინელების წინააღმდეგ დასაწყისშივე კარგი განწყობით, დამაჯერებლად დავიწყეთ თამაში, ვიყავით აგრესიულები, მეტოქეს საშუალებას არ ვაძლევდით ეთამაშა საკუთარი ფეხბურთი და ამან შედეგი გამოიღო.

მილანს წარმატების ერთი უნივერსალური საიდუმლო არ აქვს. შედეგები ბევრმა ერთმანეთთან დაკავშირებულმა ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, ტაქტიკურად ძლიერმა, ინტელიგენტმა, გამოცდილმა მწვრთნელმა ჩამოაყალიბა სქემა, რომელიც იდეალურად მოერგო გუნდში არსებულ უდიდეს პოტენციალს. თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით ინდივიდუალურად და ჩვენი პროგრესი ისახება გუნდის მაჩვენებლებზეც. ასევე განსაკუთრებით გამოვყოფ მაღალი დონის პრესინგსა და სიღრმისეულ დაცვას, რომლის დროს ყველა ერთმანეთს ვაზღვევთ. აქ თითოეული მოთამაშე ეხმარება მეორეს, ეს კი წარმატების შეუცვლელი ფაქტორია. ზოგადად, მილანში ბევრი მაღალი დონის ინდივიდუალისტია, თუმცა გუნდში არის "გუნდური სული", რომელიც სხვებისაგან გამოგვარჩევს და ეს პირველ რიგში სტეფანო პიოლის დამსახურებაა.

თუ თქვენ მესაუბრებით სკუდეტოზე, გიპასუხებთ, რომ დიახ, მილანს შეუძლია ჩემპიონობა. რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტებთან აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, დღეს იტალიის ჩემპიონატში ჩვენზე ძლიერი გუნდი არ არის. 2020 წლის განმავლობაში მილანი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა, აფიქსირებდა ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს და 2021 წელიც კარგად დავიწყეთ, მიუხედავად იუვენტუსთან მარცხისა. თუმცა, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ სკუდეტოს აუცილებლად ჩვენ მოვიგებთ. სერია ა-ში ბევრი ძლიერი გუნდია და საჭიროა თითოეული თამაშის მოგება, ყოველი ქულა გადამწყვეტია.

ბევრჯერ მითამაშია სავსე სან სიროზე და ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა. არ გვსიამოვნებს ცარიელი სტადიონი, მაგრამ ამ ფაქტს შევეგუეთ, ეს ჩვენთვის ახალი რეალობაა. ვფიქრობ, გულშემატკივრის გარეშე თამაში არა პრობლემა, არამედ დამატებითი მოტივაციაა, რადგან ვიცით, რომ თითოეული დაპირისპირების დროს მთლიანი ქალაქი გვქომაგობს და მათთვის იმედების გაცრუება არ შეიძლება.

მილანში თავს კარგად ვგრძობ, რადგან აქ მომანიჭეს როლი, რომელიც ჩემთვის ძალიან ნაცნობია. ტრანსფერამდე ხელმღვანელობამ მკაფიო ვალდებულებები განმისაზღვრა - გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისათვის და ლიდერობა მოედანსა და მის მიღმა. ეს ჩემთვის მარტივია, ბოლო წლებში დანიის ეროვნულ ნაკრებში სწორედ ამ ფუნქციას ვასრულებ."скачать dle 11.3
  • ნახვები: 164/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook