პიოლის პრეს კონფერენცია კროტონესთან მატჩის წინ

image
სტეფანო პიოლის დღევანდელი პრეს კონფერენცია:

საკისა და კაპელოს სიტყვები:
"ჩვენ ვსაუბრობთ ორ დიდებულ მწვრთნელზე, რომლებმაც მილანთან ერთად დიდი წარმატებას მიაღწიეს. გუნდი ყოველთვის მათ გულებშია. როდესაც ისინი ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობენ, მუდამ ყურადღებით ვუსმენ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მათგან ბევრს ვსწავლობ."

კროტონე:
"სტროპას ჰყავს გუნდი, რომელიც იმაზე მეტ ქულას იმსახურებს, ვიდრე ახლა აქვს. კარგად თამაშობენ და ხვალ სან სიროზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება. ტექნიკურად, ჩვენ მზად ვართ მოგებისათვის."

ჰაკანი და იბრა:
"სიმართლე რომ ვთქვა, ზლატანი ძალიან სერიოზული და კონცენტრირებულია. ვარჯიშებზე ბევრს მუშაობს, რაც გუნდის შეტევით პოტენციალზე ისახება. წინა ტურში 10 საგოლე შანსი შევქმენით, კმაყოფილი ვარ. ჰაკანს სიმპტომები ჰქონდა, რის გამოც ოპტიმალურ ფორმაში არ არის, თუმცა ის დაბრუნდა და ეს კარგია. მას აქვს უნიკალური შესაძლებლობები, რომელიც გუნდს ძალიან სჭირდება. შესაძლოა, მან ხვალ სასტარტოდან დაიწყოს ან მეორე ტაიმში ჩაერთოს."

ხომ არ გამოწივევს ბენასერის დაბრუნება ტონალის სათადარიგო სკამზე გადასვლას?
"როდესაც ასეთ დონეზე თამაშობ, ზეწოლა ყველა მოთამაშეზეა. როგორც იბრამ თქვა, თუ არ შეჭამ, შეგჭამენ. შესაბამისად, ყველას ვისაც თამაში სურს, ბრძოლა მოუწევს იმისათვის, რათა კონკრეტული მატჩის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმსახუროს."скачать dle 11.3
  • ნახვები: 383/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook