ანტე: "მზად არ ვარ.."

image
ანტე რებიჩი:

"პირველ წრეში კროტონესთან თამაშის დროს ტრავმა მივიღე და მათთან დაპირისპირება არასასიამოვნოდ მახსენდებოდა, თუმცა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, გავიტანე ორი გოლი და გუნდმაც სამი ქულა მოიპოვა.

უიღბლო 3-4 თვე მქონდა. ჯერ დაზიანება, რომელმაც რამდენიმე კვირა წამართვა და შემდეგ ახლად დაბრუნულზე კოვიდი. ამ მომენტისათვის თავს კარგად ვგრძნობ და იმედი მაქვს, მომავალში უკეთესად ვიქნები. ჯერ მზად არ ვარ, რამდენიმე თამაში მჭირდება, რათა 100%-ით მზად ვიყო.

ჰაკანი ძალიან ძლიერი მოთამაშეა. მან იცის, თუ რა სჭირდება გუნდს მისგან და ამას ყოველთვის ზუსტად ასრულებს.

ზლატანი ჩვენთვის პროფესიონალიზმის მაგალითია. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

პირველ ადგილზე ვართ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ იოლი მატჩები არ გველის, თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ და ამ ტემპის შენარჩუნება გვსურს."скачать dle 11.3
  • ნახვები: 382/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook