პრეზიდენტი იმედიანადაა!

image
პრეზიდენტი, პაოლო სკარონი:

"ჩვენ, მილანში, არ ვართ აღტაცებაში მაშინ, როცა პირველ ადგილზე ვართ და არ ვნერვიულობთ, როდესაც მეტოქეს ჩამოვრჩებით. ჩვენ უბრალოდ ყოველთვის კონცენტრირებულები ვართ კონკრეტულ მომდევნო შეხვედრაზე და გვსურს მოგება.
არ მეშინია დამარცხების, რადგან მილანში შესანიშნავი განწყობაა. რასაკვირველია, სპეციასთან მატჩი სიურპრიზი იყო, მაგრამ გუნდი თავდაჯერებულია და სვლას განაგრძობს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპა ლიგა. შესაბამისად, ბელგრადში მოსაგებად ჩავდივართ, შემდეგ კი ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული დაპირისპირება იქნება ინტერთან. დერბის შედეგი გვიჩვენებს, თუ რა შანსები გვაქვს სეზონის დასკვნით ნაწილში.

ვფიქრობ, წლევანდელი სერია ა შესანიშნავი ტურნირია. მილანი, ინტერი და იუვენტუსი მთავარ ფავორიტებად ითვლებიან, თუმცა სიურპრიზებს არ გამოვრიცხავ."скачать dle 11.3
  • ნახვები: 356/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook