მილანი და აღმოსავლეთ ევროპა

image
ლოქდაუნის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში დამაჯერებელი ასპარეზობის ფონზე გულშემატკივარი მოუთმენლად ელის, როდის ითამაშებს პიოლის მილანი ევრო ტურნირზე. ხუთშაბათს გუნდი ევროპა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩს გამართავს. მეტოქე საკმაოდ საინტერესოა - 1990/91 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ბელგრადის ზრვენა ზვეზდა.

აღსანიშნავია, რომ ამ საუკუნეში უკვე მეოთხედ ხდება, რომ მილანს ევრო ტურნირის მნიშვნელოვანი დაპირისპირება უწევს აღმოსავლეთ ევროპაში.

2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მილანმა, თოვლით დაფარულ მოსკოვში, რივალდოს ზუსტი პენალტის დამსახურებით, ლოკომოტივი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ცნობისთვის, ჩვენებმა სან სიროზეც იმავე ანგარიშით იმარჯვეს. გოლის ავტორი ტომასონი იყო. შედეგად, მილანმა დამაჯერებლად გადალახა აღნიშნული ეტაპი და საბოლოოდ იმ სეზონში ლიგაც მოიგო.

ერთი წლის შემდეგ როსონერი ჩეხეთს ეწვია და პრაღის სპარტასთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი უგოლო ფრედ დაასრულა. განმეორებით შეხვედრაში მილანმა მეტოქე 4:1 გაანადგურა. გოლები ინძაგიმ, შევჩენკომ(2) და გატუზომ გაიტანეს. ცნობისთვის, ეს რინოს ერთადერთი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე.

მესამე ვიზიტი 2018 წლით თარიღდება. ევროპა ლიგის 1/16 ფინალი რაზგრადის ლუდოგორეცის წინააღმდეგ. ბულგარეთში მილანმა ბორინის, როდრიგესისა და კუტრონეს გოლებით 3:0 მოიგო, სან სიროზე კი კვლავ ბორინიმ გაიტანა და 1:0.

თამაში - 3
მოგება - 2
გოლი - 4
მშრალი კარი - 3

როგორც ვხედავთ, მილანს აღმოსავლეთ ევროპულ გუნდებთან არ უჭირს. იმედია ტრადიცია არც ახლა დაირღვევა. სპეციასგან უსახური მარცხის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია დამაჯერებელი მოგება და დერბის წინ კარგი განწყობის შექმნა!скачать dle 11.3
  • ნახვები: 160/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook