ანტეს ქველმოქმედება..

image
მილანი რომ სტანდარტულ საფეხბურთო გუნდზე მეტია, ბევრჯერ დადასტურდა მოედანზეც და მის მიღმაც. დღეს კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო ამბავი გავრცელდა.

ანტე რებიჩი სპლიტშია დაბადებული, თუმცა მისი ოჯახი ხორვატიის ქალაქ იმოტსკისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი სოფლიდან, Donji Vinjani(დაახლოებით 2500 მოსახლე)-დან არის და როგორც ბევრი ცნობილი ადამიანი, ისიც არ ივიწყებს ფესვებს და ცდილობს დაეხმაროს ადგილობრივებს. 2018 წელს ანტემ მშობლიურ დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის საბანკო ვალდებულებები გადაფარა. საუბარია დაახლოებით 500 ადამიანის სესხებზე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რებიჩმა 10 000 ევრო გაიღო განათლებისა და რეაბილიტაციისა ახალი დაწესებულების მშენებლობის დასაფინანსებლად, რომელიც იმოტსკიში აშენდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე იქნება გათვლილი. თანხა გადაერიცხა The Golden Sequin Centre-ს, რომელიც დაწესებულების მშენებლობასა და მართვას უზრუნველყოფს. მისი დირექტორი, ილიჩა ჟერკოვიჩი:

"დიდი მადლობა ანტე რებიჩს, რომელიც არასდროს ივიწყებს მშობლიურ ქვეყანას. მისი შემოწირულობა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება დაწესებულების მშენებლობის დაჩქარებაში. ის გათვლილი იქნება 250 ბავშვზე და დასაქმდება დაახლოებით 50 ადამიანი.

მისი საქციელი არ გაგვკირვებია, რადგან გვახსოვს, რომ გასულ წელს ლეიკემიით დაავადებული 2 წლის მილე რონჩევიჩის სიცოცხლის გადასარჩენად სამკურნალო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ მან დააფინანსა."скачать dle 11.3
  • ნახვები: 99/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook