ტეო ერნანდესის ინტერვიუ

image
ტეო ერნანდესის დღევანდელი ინტერვიუ DAZN-თან:

მომავალი დერბი:
"სადებიუტო სეზონში მივხვდი, რომ აქ მილანური დერბი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, განსაკუთრებით ეს საინტერესოა ახლა, როცა გუნდები ჩემპიონატს ლიდერობენ და ქულებში სხვაობა მინიმალურია. ვფიქრობ, შესანიშნავი თამაში იქნება. ხშირად მეკითხებიან, თუ ვისი მეშინია ყველაზე მეტად ინტერში. სიმართლე გითხრათ, არცერთი ფეხბურთელის და ასე ფიქრობენ ჩემი თანაგუნდელებიც. ჩვენ ვერავინ გვაშინებს, უბრალოდ ვცდილობთ საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ და მოვიგოთ."

შეტევაში ხშირი ჩართვა:
"როდესაც მეტოქეს ბურთს ვართმევ ან თანაგუნდელისგან პასს ვიღებ, აჩქარებას ვიწყებ და წინ მივდივარ. ასეთ დროს ყოველთვის გოლის გატანზე ვფიქრობ."

მალდინის შექება:
"მან აღნიშნა, რომ შემიძლია მსოფლიო საუკეთესო განაპირა მცველი გავხდე. ვეთანხმები, ამისთვის ბევრს ვმუშაობ, დღიდან დღემდე ვცდილობ განვვითარდე და მჯერა, რომ ერთ დღესაც პაოლოს ვარაუდი გამართლდება."

ზლატანის ფაქტორი:
"იბრას გუნდში ყოფნა ძალიან დიდი უპირატესობაა. წარმოუდგენელია, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკში იყოს ასეთ ფიზიკურ ფორმაში. ბრაზდება თუ არა? დიახ, ზოგჯერ ძალიან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაზუსტ პასს ვაკეთებთ. ის ამბობს, რომ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. შესანიშნავი ადამიანია, თუმცა როდესაც ბრაზდება, ძალიან საფიხათოა, მაგრამ ეს ყველაფერი გუნდისთვისაა. ზლატანს სურს ინდივიდუალურად და გუნდურად უკეთესები გავხდეთ."

ოჯახი და ეროვნული ნაკრები:
"ჩემს ძმასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ. განვიხილავთ თუ არა ეროვნულ ნაკრებს? არა, ჯერ არა, თუმცა გეტყვით, რომ ლაციოსთან გოლის აღნიშვნა შეტყობინება იყო დეშამისათვის. ძალიან ბევრს ვმუშაობ, რათა ეროვნული ნაკრების ღირსება დავიცვა. ესპანეთში გავიზარდე, მაგრამ მარსელში დავიბადე, თავს ფრანგად ვგრძნობ. ჩემი ოჯახი საფრანგეთშია და მეც ფრანგი ვარ."

დიეტა:
"კარგი მენიუ მაქვს: ქათამი, ბრინჯი და ბოსტნეული. ზოგჯერ მაკდონალდსში პიცას ან სენდვიჩს ვჭამ."

ჰაკიმისთან ურთიერთობა:
"არ მეგონა, თუ რეალი წასვლის საშუალებას მოგვცემდა, მაგრამ მადრიდში ყოფნის დროს, ფაქტობრავად, საერთოდ არ ვთამაშობდით და წასვლა ორივესთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. როდესაც სათადარიგოთა სკამზე ხარ და იცი, რომ შანსი არ მოგეცემა, თავს ბედნიერად ვერ გრძნობ და უნდა წახვიდე. მიხარია, რომ ახალ გუნდებში მეც და ჰაკიმიც კარგად ვთამაშობთ. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. ჩვენ ვმეგობრობთ და ერთმანეთის შედეგები გვიხარია. მას აქვს ტალანტი, სისწრაფე და სხვა მრავალი თვისება, რის გამოც შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. რას ვეტყვი დერბის შესახებ? ძალაინ კარგი მეგობარია, მაგრამ მოედანზე ჩვენ მტრები ვართ!"скачать dle 11.3
  • ნახვები: 117/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook