ლეაოს პრეს კონფერენცია ხვალინდელი მატჩის წინ

image
რაფაელ ლეაოს პრეს კონფერენცია ხვალინდელი მატჩის წინ:

"თითოეული თამაში მნიშვნელოვანია. ჩვენ მილანი ვართ და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. გვსურს, რომ ხვალ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ და მოვიგოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შორს გავიდეთ ევროპის ლიგაზე.
პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მზად ვარ ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო გუნდისათვის. მსიამოვნებს როდესაც გოლს ვიტან და ასევე მიხარია, როცა ჩემი ასისტით თანაგუნდელს გააქვს.

წინა სეზონისგან განსხვავებით, წელს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მადლობა სტეფანო პიოლის, მასთან საუბარი და მისი რჩევები თავდაჯერებულობას მმატებს. ყოველთვის ვცდილობ მოვუსმინო გამოცდილ გუნდელებს, რომლებიც ხშირად მაძლევენ საჭირო რჩევებს. განსაკუთრებით გამოვყოფ ზლატანს. ხშირად აღვნიშნავ, რომ ის ჩემთვის უფროსი ძმის მსგავსია. იბრა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მასთან ერთად უფრო ძლიერები ვართ.

ვიცით, რომ ბოლო მატჩებში შესაბამისად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ სიტუაციას არ გავურბივართ, ვაცნობიერებთ შეცდომებს და გვსურს უახლოეს თამაშში გამოვასწოროთ."

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 329/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook