ვინ მოვა მარჯვენა ფლანგზე?

image
მალდინი და მასა მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე სამ ვარიანტს განიხილავენ:

ფლორიან ტოვენი - ყველაზე რეალური ვარიანტი. 28 წლის მსოფლიო ჩემპიონს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწუდება და მილანს შეუძლია უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს ფრანგი, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 7-7 გოლი და ასისტი აქვს. სტატისტიკურად, ის უშუალოდ მონაწილეობს მარსელის მიერ გატანილი გოლების 44%-ში.

ოტავიო - პორტოს 26 წლის უნივერსალი ბრაზილიელი, რომელსაც ამ სეზონში 24 მატჩში 4 გოლი და 8 ასისტი აქვს. მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ ხშირად თამაშობს მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზეც. 2021 წლის ზაფხულში ისიც თავისუფალი აგენტი ხდება.

ჯონათან იკონე - ლილისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა ვინგერი, რომლის სატრანსფერო ღირებულება, ტრანსფერმარკტის მიხედვით, 28 მილონი ევროა. ამ სეზონში 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 26 მატჩი, 4 გოლი და 3 ასისტია. იკონეს გვარი მილანს ბოლო პერიოდში დაუკავშირეს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები და შეთავაზება ჯერ არ ყოფილა. კონტრაქტი 2023 წელს ეწურება ანუ უფასოდ ვერ მოვა.

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 429/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook